image
image
image
image
image
სიახლეები
"მოლეკულები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო "   (ქიმია  - IX კლ)

„მომავალი განათლებაშია! ...“        

 IX კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია "მოლეკულები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო ". პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ ქიმიური ნაერთების გავლენა ისტორიულ, სოციალურ და პრაქტიკულ ჭრილში - თუ როგორ შეუძლიათ, ერთი შეხედვით უბრალო მოლეკულებს შეცვალონ ცივილიზაციის განვითარება. განხილული იყო მოლეკულები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. პენიცილინი, როგორც მედიცინის გადატრიალება, შავი დენთი - ომების სტრატეგიის შეცვლის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება და ბოლოს, დდტ (დუსტი) - მძლავრი პესტიციდი, რომელიც გარემოს დაცვით პრობლემების გააზრებას მისცა ბიძგი. მოლეკულებმა გვამოგზაურეს ქიმიის საიტერესო სამყაროში, იქ, სადაც მეცნიერული აღმოჩენები არა მხოლოდ ლაბორატორიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ცვლიან ადამიანის ყოფას, ჯანმრთელობას და გარემოს.
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი (VI-VII კლ)
ხელოვნების მოყვარულთა კლუბში, VI-VII კლასების მოსწავლეებმა იხილეს გიორგი შენგელაის ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1973 წ). ესაა ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი ცნობილი მსახიობების მონაწილეობითა და დაუვიწყარი მელოდიებით.  ასევე ფილმის ნახვა მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აღნიშნული ჟანრი ამ კლასებისათვის საპროგრამო მასალაა.
„დედამიწა ჩვენი სახლია!“    (I-IV კლ)

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით  „დედამიწა ჩვენი სახლია!“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსავლეები. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა ჩვენი პლანეტა გადარჩეს. საკუთარი სიტყვებითა და მაგალითებით გვიჩვენეს, რომ ეკოლოგიური ცნობიერება ბავშვობიდან იწყება. მათ თავადვე ჩამოაყალიბეს პრაქტიკული რჩევები – როგორ შევამციროთ ნარჩენები, როგორ დავზოგოთ წყალი და ენერგია, რატომ არის მნიშვნელოვანი გადამუშავება და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება და ა.შ. ღონისძიება გაფორმებული იყო მათივე თემატური ნამუშევრებით.

ინტეგრირებული გაკვეთილი - მათემატიკა - ხელოვნება (VII კლ)

1) ჩინური გამრავლების წესი;

2) ინტეგრირებული თემა ხელოვნებასთან - ,,კუბიზმი და გეომეტრია".

3) მათემატიკა ვეფხისტყაოსანში.

(მასწ.: დ. დვალიშვილი)

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.