image
image
image
image
image
სიახლეები
კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლე  (IV კლ)

ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლე - გაბრიელ გეგნავა ყოველთვის წარმატებით მონაწილეობს კინგსის ოლიმპიადებში. ასე იყო ამჯერადაც - მან სამ საგანში (ქართული, მათემატიკა და ინგლისური) მონაწილეობა მიიღო კინგსის ოლიმპიადის საერთაშორისო ლიგაზე და დაიმსახურა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, რითაც ყველა ძალან გაგვახარა.

ვულოცავთ ჩვენს გაბრიელს ამ გამარჯვებას!

ვუსურვებთ, რომ კვლავაც არაერთი ჯილდოს მფლობელი გამხდარიყოს გაეხარებინოს მისი გუშემატკივრები!!!
გასვლითი გაკვეთილი - დიდგორის ბრძოლა (XI კლ)

22 ნოემბერს ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა XI კლასის მოსწავლეებთან  ჩაატარა გასვლითი გაკვეთილი - „დიდგორის ბრძოლა“, რომლის მიზანიც იყო დიდგორის ბრძოლის შესაბამისი გეოგრაფიული გარემოს გაცნობა.

ტრენინგი სკოლის პერსონალისათვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ორგანიზატორიც იყოს სკოლის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.

საახალწლო გასართობი პროგრამა
დაწყებითი კლასების მოსწავვლეებმა თავი მოიწონეს თოვლის ბაბუასთან - იმღერეს, იცეკვეს და თქვეს საახალწლო თემაზე შექმნილი ლექსები. ანიმატორებთან ერთად გული იჯერეს თამაშით და კარგადაც გაერთნენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.