image
image
image
image
image
სიახლეები
თოჯინების თეატრი გვესტუმრა! (I-IV კლ)

სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საბავშვო თოჯინური თეატრი „აისი 90“ (ხელმძღ.: ქ. ზარიძე). ნაჩვენები იყო სპექტაკლი „რაც არ გერგება, არ შეგერგება“.

სტუმრად „ბარამბოს“ საწარმოში

სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIII, IX და X კლასების დამრიგებელთა ინიციატივით, მოეწყო მოსწავლეთა მსვლელობა „ბარამბოს“ საწარმოში. აღნიშნული აქტივობა ითვალისწინებდა მოსწავლეთათვის სამეწარმეო საქმიანიბის გაცნობას და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ვიზიტი განხორციელდა ერთ-ერთი მშობლის ჩართულობითა და მისი დახმარებით.

საწარმო მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეების მიმართ გამოხატეს სითბო და კეთილდამოკიდებულება, პასუხი გასცეს მოსწავლეთა შეკითხვებს. სიურპრიზად კი გადმოგვცეს „ბარამბოს“ ტკბილეული და სამახსოვრო ნივთები. შთაბეჭდილებების წიგნში დავაფიქსირეთ ჩვენი მადლიერება მასპინძელი საწარმოს თანამშრომელთა მიმართ. 

უცხოური ენის მოყვარულთა კლუბი - ინგლისური ენა
ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბში IX, X და XI მოსწავლეებმა თემაზე - „The  U.K.’s Political System“  („შეერთებული სამეფოს პოლიტიკური სისტემა“). მოსწავლეებმა ისაუბრეს ინგლისის პარლამენტზე, რომელიც მდებარეობს ვესტ-მისტერში, ლონდონში; ისაუბრეს ლორდთა და თემთა პალატის, მათ მიერ ქვეყნის მმართველობის, ლონდონის ცალკეული საგრაფოების შესახებ. (ხელმძღვანელი: მ. დარჩაშვილი)
პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში  (IX კლ)
,,და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს...“ აღნიშნული სახელწოდებით IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - მეორე მსოფლიო ომი და ქართველი პოეტები (მასწ.: ი. ალფაიძე).  მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ქართველ პოეტებზე, ვისაც სიცოცხლე წაართვა ომმა და ვინც ომს გადაურჩა. მათ შორის იყვნენ: მირზა გელოვანი, გიორგი ნაფეტვარიძე, ვლადიმერ უბილავა, სევერიან ისიანი, ირაკლი აბაშიძე, თინა დოიჯაშვილი, აკაკი გეწაძე... მოსწავლეთა მონათხრობს თან ახლდა  პოეტთა ცხოვრების ამასხველი სლაიდები. მათ ასევე წაიკითხეს ლექსები, გაგვაცნეს ცალკეული ფრაგმენტები მწერალთა შემოქმედებიდან. ფონად კი გასდევდა ისეთივე სევდანარევი მუსიკა, როგორიც მათი ცხოვრება აღმოჩნდა.
სასკოლო პროექტის პრეზენტაცია ქიმიაში     (XI კლ)

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - "სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემეტები" (მასწ.: თ. ბაკაშვილი). მოსწავლეებმა თავად აიეჩიეს სხვადასხვა ქიმიური ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. განხილული იყო როგორც მაკროელემენტები - ე.წ. ორგანოგენები, ასევე მიკრელემენტები, რომლებიც ორგანიზმს ძალიან მცირე დოზით ესაჭიროება. თუმცა ერთი რომელიმე მათგანის დეფიციტს შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზულიპრობლემები შეგვიქმნას. პროექტმა კიდევ ერთხელ დაანახა მოსწავლეებს, რომ ეს ელემენტები მხოლოდ ცხრილში არ არის და ისინი ჩვენი სხეულის, ენერგიის, ფიქრისა და სიცოცხლის ქვაკუთხედია.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.