image
image
image
image
image
სიახლეები
სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

2023 წლის 25 ოქტომბერს შპს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა „ტვინების ჭადრაკის“   სასკოლო პირველობა. მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარმა - ჯამურად 64-მა მოსწავლემ. კერძოდ,

II – III კლასებიდან მონაწილეობდა 12 მოსწავლე

IV-V-VI კლასებიდან მონაწილეობდა 24 მოსწავლე

VII -XI ლასებიდან მონაწილეობდა 28 მოსწავლე

ყველა მათგანი დიდი მონდომებით შეუდგა თამაშს. მათ მიზანი იყო უნარების მაქსიმალური გამოვლენა და გამარჯვების მოპოვება. ჩვენთვის ყველა მოსწავლის შემართება დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ  სასკოლო ტურნირი მოიცავდა 2 ტურს და შესაბამისად 7 პარტიას.

ხანგრძლივი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ ფანალის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით.

სკოლის ჩემპიონები გახდნენ:

II კლასის მოსწავლე - ანდრია კვაჭაძე 

V კლასის მოსწავლე - დემნა ჩაკვეტაძე

X ბ კლასის მოსწავლე - ბაჩანა გოგატიშვილი

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.

გამარჯვებას ვულოცავთ ასევე სასკოლო ჩემპიონატის  II და III  ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებსაც:

II ადგილზე გავიდნენ: ლილე ჟღენტი (III კლ); საბა ღოლოძე (V კლ); სანდრო გურგენიძე (X ბ კლ)

III ადგილზე გავიდნენ: დავით გობრონიძე (III კლ); მათე ქობულაშვილი (IV კლ); ლუკა ვეფხვაძე

                                                                                                                                                                (X ა კლ)

„ტვინების  ჭადრაკს“  ხელმძღვანელობდა სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი, ოსტატობის კანდიდატი ბატონი ზაზა ტორაძე.

ჯგუფური მუშაობა გეოგრაფიის გაკვეთილზე   (VIII კლ)
VIII კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე შეასრულეს ჯგუფური სამუშაო თემაზე: „სამხრეთ ამერიკის ქვეყნები“ (მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე).
სტუმრად თეატრში  (I-IV კლ)

2023 წლის 24 ოქტომბერს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების  (I-IV კლ)

მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოზარდმაყურებელთა თაეტრში სპექტაკლზე " თქვენთანაც აბრახუნებენ?" რეჟისორი-ინწკირველი.

სპექტაკლმა ნორჩ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 
კინგსის ოლიმპიადის წარმატებული მონაწილე
IV კლასის მოსწავლეს - დავიდ ოთხოზორიას კინგსის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისათვის  გადაეცა III ხარისხის დიპლომი ქართულ ენაში და სერთიფიკატი მათემატიკაში. დავიდს ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ მიღწევებს და გამარჯვებებს საგნობრივ ოლიმპიადებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge

Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.