image
image
image
image
image
სიახლეები
პირველკლასელები სცენაზე   (I კლასი)

სკოლა „ივერონი“ მოსწავლეთა სასკოლო პროექტები და ღონისძიებები დასრულდა  ყველაზე პატარა მონაწილეების გამოსვლით - ესენი არიან ჩვენი პირველკლასელები (დამრიგებელი: თამარ ჩაჩუა).  

ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“,  ითვალისწინებდა  სასწავლო წლის მანძილზე მიღებული  ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. როლური თამაშები კი მათ დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ ქართველი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები მეგობრობაზე,  ქართულ ენასა და  სამშობლოს სიყვარულზე. პატარებმა ასევე გაგვანცვიფრეს  საბავშვო სიმღერების საოცარი შესრულებით.

პირველკლასელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სკოლის დირექტორმა ბავშვებს გადასცა წამახალისებელი სიგელები სხვადასხვა ნომინაციებით. დასასრულს,  დამსწრე მასწავლებლებმა, მშობლებმა  და თავად მონაწილებმა,  მაისურებზე   გააკეთეს წარწერები სამახსოვრო სურვილებით!

ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება მათთვის.
დიდი ილია  (VII კლასი)

სასწავლო წლის დასასრულს, VII კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედებითი საღამო წარმოგვიდგინეს.  სკოლის ბიბლიოთეკაში ამჯერად მათ მოგვითხრეს დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს წერილები და  გაითამაშეს პატარა სცენები „ოთარაანთ ქვრივიდან“.

ღონისძიება შედგა მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით (ი. ალფაიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მ. თევზაძე - მეტყველების მასწავლებელი, მ. დარჩაშვილი - სკოლის  დირექტორი).

მოსწავლეებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სპექტაკლი - „ბურატინოს თავგაგასავალი“   (II კლ)

სასწავლო წლის ბოლოს II კლასის მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე გააცოცხლეს ა. ტოლსტოის ზღაპრული სამყარო  და  „ბურატინოს თავგადასავალის“ პერსონაჟების როლები მოირგეს.

თავდაპირველად ბავშვებმა გულდასმით წაიკითხეს წიგნი, ისაუბრეს და გაითავისეს გმირები, შეიყვარეს პერსონაჟები. ბოლოს კი ნამდვილ მსახიობებად მოგვევლინენ... ჩვენმა პატარებმა ხელოვნების მასწავლებლის (ქ. თვაური) დახმარებით, გააფორმეს აფიშა სპექტაკისათვის და მოიწვიეს მშობლები და მასწავლებლები. სპექტაკლზე მუშაობდნენ კლასის დამრიგებელი - მ. კუბლაშვილი და მეტყველების მასწავლებელი - მ. თევზაძე.

ბავშვებმა უნაკლოდ შეასრულეს თავიანთი როლი და სიმღერები და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათთვის ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
მათემატიკა სცენაზე   (IV და VI კლ)
„მათემატიკით განაწყენებული სტუმრები“ - ასე ერქვა მათემატიკის მასწავლებლის - ნატო შაროვის მათემატიკურ სპექტაკლს. ამით გაგრძელდა რამდენიმე დღის წინ დაწყებული ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეების დაინტერესება მათემატიკით, მათში დადებითი დამოკიდებულების გაღვივება, მათემატიკის მნიშვნელობის გააზრება და მისი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში. 
საგანმანათლებლო-შემეცნებით  ექსკურსია    (V კლ)

ულამაზესი, საინტერესო და მხიარული  დღე ატენის ხეობაში...

ატენის სიონის საოცარი ფრესკები, უძველესი ქართული წარწერები, ულამაზესი ეკლესია...

პირველად ერთად სკოლის გარეთ: თამაში, პიკნიკი, მწვადები, სიმღერა, ცეკვა... დედიკოების პირველი შეხვედრა და დამეგობრება... დაუვიწყარი დღე ივერონის V კლასელებისათვის...  მრავალჟამიერ...

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.