image
image
image
image
image
სიახლეები
პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში       (VI კლ)
VI კლასის მოსწავლეებმა საპრეზენტაციოდ მოამზადეს ნარკვევი   თემაზე: 1659 წლის კახეთის აჯანყება ქართველ მწერალთა შემოქმედებაში...  (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი თინა ჩხეიძე).  მოსწავლეებმა ნახეს ქართული მხატვრული ფილმი ,,ბაშიაჩუკი", მოიძიეს შესაბამისი ფოტომასალა, იმსჯელეს აჯანყების გეოგრაფიაზე, ისტორიულ გმირებზე აჯანყების გამომწვევ მიზეზ-შედეგზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლასის ხელმძღვანელი და სასწ. ნაწ. გამგე ქ-ნი ქეთო ჩიქოვანი.  ამასთან დაკავშრებით მომზადდა  საგაზეთო სტატია, რომელიც დასაბეჭდად წარდგენილია რედაქციაში.
პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში      (IX კლ)

IX კლასის მოსწავლეებმა წარმოდგინეს პრეზენტაციები: მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,მიწის ყივილისა " და გუგული მგელაძის მხატვრული ფილმის ,,ფესვების" კინოვერსიის შედარება (მასალა მოგვინებით დაიბეჭდა გაზეთ ,,სახალხო განათლებაში").

რამდენიმე დღით ადრე კი IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის წარმოსათქმელი სიტყვები ძეგლის გახსნაზე თუ მემორიალურ წარწერასთან დაკავშირებით“, ღვაწლის ამსახველი ფოტომასალებით. ორივე პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები: ქ. ჩიქოვანი, მ. დარჩაშვილი და ლ. ლამბრიანიძე.
საახალწლო კარნავალი      (VI-VIII კლ)

VII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით (ქეთი ხოხაშვილი და მაკო ქობულაშვილი), დაიგეგმა და მოეწყო საახალწლო შემეცნებით-გასართობი ღონისძება - კარნავალი, რომელზედაც მოწვეულები იყვნენ ასევე VI და VIII კლასების მოსწავლეებიც. მონაწილეები გაიყვნენ 2 გუნდად და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კარაოკე სიმღერაში, ცეკვაში, ლექსების კითხვაში, წარმოდგენილი ნივთის ამოცნობასა და ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხებში. ეს უკანასკნელი ორივე გუნდისათვის თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო დანარჩენ აქტივობებს კი რა თქმა უნდა, ჰყავდა თავისი გამარჯვებული, რომლებაც ჯილდოდ გადაეცათ შოკოლადის სანტები. ე. წ. „სკამობანას“ შეჯიბრში მოსწავლეების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმაც.  ღონისძიებას მუსიკალურ ფონად გასდევდა პოპულარული საახალწლო  მელოდიები, რაც კიდევ უფრო ამაღლებულ საახალწლო განწყობას ქმნიდა. საბოლოო ჯამში, ყველა ძალიან კარგად  გაერთო და კმაყოფილებას  გამოთქვამდა. ღონისძიების შემდეგ ჩვენმა მოსწავლეებმა მოილხინეს ტკბილეულით სავსე საახელწლო სუფრასთან.

დაე, სულ ასე ელხინოთ და ეხაროთ ჩვენს „ივერონელებს“!!!
თოვლის ბაბუ „ივერონში“   (I-VI კლ)
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საახალწლო-გასართობ ღონისძიებაზე სანტა კლაუსის მოულოდნელი გამოჩენა პატარებს ყოველთვის დიდ სიხარულს ანიჭებს. მათაც თავის მხრივ  ლექსებითა და სიმღერებით მოიწონეს თავი და სანტასგან საჩუქრებიც დაიმსახურეს. ეს იყო ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი წინასაახალწლო დღე ჩვენი პატარებისათვის.
შემაჯამებელი ვიქტორინა  (II -დამრ.: თ. ჩაჩუა // III  კლ - დამრ.: მ. კუბლაშვილი)
მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით, წელს სკოლამ გადაწყვიტა, დაწყებითი კლასების (I-II-III კლ) მოსწავლეებისათვის სემესტრის დასასრულს შემაჯამებელი ვიქტორინის სახე მიეცა. ამ წამოწყებას პირველკლასელებმა შესანიშნევად გაართვეს თავი. ამჯერად ვიქტორინაში ჩაერთვნენ II და III კლასების მოსწავლეები. ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და სახელოვნებო საგნებთან ერთად, მათ კითხვებზე პასუხი უცხოურ ენებშიც (ინგლისური, რუსული (III)) მოუხდათ. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.