image
image
image
image
image
სიახლეები
განახლებული საბიბლიოთეკო ფონდი
17.09.2018.წ.

განახლებული
საბიბლიოთეკო ფონდი
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
17.09.2018.წ.

ჩვენო
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დაე, შემეცნების სიხარულით აღსავსე ეს წელი, წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის!
სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს,ვის მეხსიერებაშიც სამუდამოდ აღიბეჭდება ეს საოცარი დღე!!!
ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შემსწავლელი წრე

ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი: ნ. ჭავჭანიძე)

14 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგება ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შემსწავლელი წრე, რომელსაც უხელმძღვანელებს კერძო სკოლა „ივერონის“ სიმღერის მასწავლებელი ქ-ნი ნანა ჭავჭანიძე.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათს და ხუთშაბათს (14:30სთ-დან 15:30 სთ-მდე). სიმღერა-საგალობლების შესწავლის მსურველებმა მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას. იხილეთ ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შემსწავლელი წრის პროგრამა:

 

შეხვედრა მწერალ გურამ დოჩანაშვილთან
სკოლა „ივერონის“ წიგნისმოყვარულთა კლუბი 2018 წლის 27 თებერვალს მასპინძლობდა უფლის სიტყვის მქადაგებელ მწერალს გურამ დოჩანაშვილს. აქ, ამ „კარცერ ლუქსად“ წოდებულ ლიტერატურულ სალონში, იყო ღრმააზროვანი მსჯელობა წიგნიერებისადმი მწერლის ფანატიკურ სიყვარულზე, თვით მწერლის ინტელექტუალურ იუმორზე, ნატიფ ხელოვნებაზე, ქართული სიტყვის მადლცხებულ სიდიადეზე .
და იმ ღვთაებრივ ეროვნულ საუნჯეებზე „ბიბლიაზე“, „ვეფხისტყაოსანზე“, „ქართლის ცხოვრებაზე“ -დასაბამიდან თაყვანს რომ სცემს თაობები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.