image
image
image
image
image
სიახლეები
შპს კერძო სკოლა ივერონი აცხადებს ვაკანსიას
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
მასწავლებლის საათებზე
 
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს (უფროსი მასწავლებელი ან პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც იანვრამდე გეგმავს სტატუსის მომატებას), გთხოვთ ხუთი დღის ვადაში წარმოადგინოთ სკოლაში (დ/დიღომი, გ. ბრწყინვალეს 41ა) ან გადმოგზავნოთ ელ ფოსტით (iveronischool@gmail.com) შემდეგი საბუთები:
1. წერილობითი განცხადება
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. ავტობიოგრაფია / cv
4. განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
5. სპორტის მასწავლებლად, არანაკლებ ერთი წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სკოლის საკონტაქტო ტელ: 032 2 53 56 68
მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე (VI კლ.)

2019 წლის 16 სექტემბრიდან, კერძო სკოლა „ივერონი“ VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო წრეს მათემატიკაში (I სემესტრი). წრის ხელმძღვანელია მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ციალა სოხაძე.

რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე (III კლ)

2019 წლის 16 სექტემბრიდან სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ  რუსული ენის შემსწავლელ უფასო  წრეს III კლასის მოსწავლეთათვის. წრის  ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.

რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე (VI კლ)

2019 წლის 16 სექტემბრიდან სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ  რუსული ენის შემსწავლელ უფასო  წრეს VI კლასის მოსწავლეთათვის. წრის  ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.

მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე  (Xკლ.)

2019 წლის 16 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგება მათემატიკის  შემსწავლელი უფასო წრე X კლასის მოსწავლეთათვის, რომელსაც უხელმძღვანელებს კერძო სკოლა „ივერონის“ მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ციალა სოხაძე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.