image
image
image
image
image
სიახლეები
პედაგოგ-თანამშრომელთა ექსკურსია

2019 წლის 19 ოქტომბერს  კერძო სკოლა „ივერონისა“ და ხელოვნების კოლეჯის პროფკავშირმა   პედაგოგებისა და თანამშრომლებისათვის მოაწყო  ექსკურსია მარშრუტით: თბილისი -  ქვათახევი - თბილისი.

რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე IX კლასი

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს IX კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

რუსული ენის შემსწავლელი უფასო წრე VII კლასი

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრეს VII კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

„ივერონელების“ წარმატება ქიმიის ფესტივალზე!
2019 წლის 22 ოქტომბერი

ივერონელების წარმატება ქიმიის ფესტივალზე!

2019 წლის 20 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქიმიის ფესტივალი, რომელიც  ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეის ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის წევრ სტუდენტთა ორგანიზებით. ფესტივალი დაფინანსებული იყო ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის გრანტით და ჩატარდა ქიმიის კვირეულის ფარგლებში.

ჩვენი სკოლიდან  ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ XI კლასის მოსწავლეები - ქეთი გოგატიშვილი და თამთა ვარსიმაშვილი. სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო  გასართობ-შემეცნებით პროგრამაში, და მოხვდნენ გამარჯვებულ გუნდთა სამეულში. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროგრამის პროექტი ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანი ჩიჩუა, რომელიც კერძო სკოლა ივერონის კურსდამთავრებულია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

ახალი საგანი - მოქალაქეობა
2019 წლის 22 ოქტომბერი

„მე და ჩემი თემი“ - ასე ეწოდებოდა საპრეზენტაციო თემას, რომელიც 2019 წლის 9  ოქტომბერს  წარმოადგინეს VII კლასის მოსწავლეებმა საგანში - მოქალაქეობა
/მასწავლებელი:
 ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე/.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.