image
image
image
image
image
სიახლეები
შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან
2019 წლის 30 მაისს (ხუთშაბათს ) 14:30 საათზე სკოლა „ივერონი“ აწყობს შეხვედრას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან. მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი ფიზიკაში
2019 წლის 28 მაისს ფიზიკის მასწავლებელმა ქ-ნმა მაია გოგაძემ  IX კლასში (დამრ.: ი. გარსენიშვილი) ჩაატარა შიდა დაკვირვების მორიგი გაკვეთილი თემაზე - „სინათლის გარდატეხის კანონი. სრული შინაგანი არეკვლა“. გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი მათემატიკაში
2019 წლის 28 მაისს დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ქ-ნმა ლალი ჯოხაძემ  III კლასში (დამრ.: ლ. ჯოხაძე) ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში
2019 წლის 24 მაისს რუსული ენის მასწავლებელმა ქ-ნმა ნუნუ ჭუბაბრიამ VI კლასში ჩაატარა შიდა დაკვირვების მორიგი გაკვეთილი. გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.
„გასეირნება ძველ თბილისში“      (VI კლ - დამრ.: ნუნუ ჭუბაბრია)
2019 წლის 24 მაისს მოეწყო VI კლასის მოსწავლეთა „გასეირნება ძველ თბილისში“. ეს იყო საფეხმავლო ტური, რომელსაც გიდობა გაუწია ქ-ნმა მაია ქავთარაშვილმა. ქ-ნი მაია ამავე დროს ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მშობელთაგანია. აღნიშნული ექსკურსია ითვალისწინებდა რუსული ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის საგნობრივ საპროგრამო მასალას. „გასეირნების“ ინიციატორი და ორგანიზატორი ბრძანდება კლასის დამრიგებელი და რუსული ენის მასწავლებელი ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.