ბიბლიოთეკა
2024 წლის 20 მარტს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შეხვედრა მოაწყო კერძო სკოლების დირექტორებთან, რათა მათთვის გაეცნო სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამომცემლობის მიზნები და სიახლეები. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. დამსწრეთ დაახვდათ სიმბოლური საჩუქრები, სიახლეების შესახებ ბრიშურები და ახალგამოცემულ სახელმძღვანელოთა კატალოგები.
გამომცემლობა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა - რამდენიმე დღეში სკოლას საჩუქრად გადმოსცეს დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში დამხმარე რესურსის სახით გამოიყენებენ ჩვენი მასწავლებლები.
სკოლის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შეემატა მორიგი ახალი გრიფირებული
სახელმძღვანელოები (X კლ-ის სახელმძღვანელოების II ნაწილი) და
დამხმარე ლიტერატურა, რომლებიც ჩენი სკოლის მასწავლებლების
საჩუქარია.
სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, სკოლის ბიბლიოთაკას შეემატა
არაერთი საინტრესო წიგნი. მათ შორის, 2022-2023 სასწავლო წლისათვის
გრიფმინიჭებული და სკოლის მიერ არჩეული X და რამდენიმე IX
კლასის სახელმძღვანელოები.