უფასო წრეები და კლუბები

ხელოვნების მოყვარულთა კლუბში IX და XI კლასების მოსწავლეები გაეცვნენ მსახიობ ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებას.  მათ იხილეს დოკუმენტური ფილმი  და იხილეს მისი შესრულებული როლები (ფრაგმენტები სპექტაკლებიდან).

როგორც ცნობილია, „ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრით, მე­ტყვე­ლე­ბი­თა და ტრა­გი­კუ­ლი არ­ტის­ტიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის ოს­ტა­ტი, თეტ­რა­ლუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის პე­და­გო­გი, დო­ცენ­ტი. ავ­ტო­რია წიგ­ნის "ჩემი ან­ტი­გო­ნე", გა­და­ღე­ბუ­ლია არა­ერთ ფილმშიც, "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში" მო­ნაზვნის როლი შე­ას­რუ­ლა, ბოლო წლებ­ში კი მისი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ამ გზით წა­ვი­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჰყვა­რე­ბია სამ­თავ­როს წმინ­და ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც იქა­ურ დე­დებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა 2005 წლი­დან ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ოც­ნე­ბობ­და, სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ახ­ლოს, ერთი ოთა­ხი ჰქო­ნო­და, ეს რომ დე­დებ­მა გა­ი­გეს, სა­ცხოვ­რებ­ლად მო­ნას­ტერ­ში მი­იწ­ვი­ეს. თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნას­ტრის ში­ნა­გა­ნა­წე­სით ნაკ­ლე­ბად იზღუ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად მო­ა­ხერ­ხა შერ­წყმო­და მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მოს და მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბობს. სამ­თავ­რო­ში ცხოვ­რე­ბას თან ახ­ლდა მისი უხი­ლა­ვი ში­ნა­გა­ნი მზა­დე­ბაც, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო - სა­ბო­ლო­ოდ მო­ნას­ტერ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მო­ნაზვნად აღ­კვე­ცი­ლი­ყო... მაგ­რამ მან ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, 79 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში, რი­თაც მისი სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა...“

სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრა დაეთმო ბულინგის თემას, რომელიც სამწუხაროდ, სკოლებში არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში ეს ბავშვებისაგან გაუცნობიერებლად ხდება. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი პრობლემურ სახეს ღებულობს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ამ კუთხით.

ბულინგთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური (https://www.youtube.com/watch?v=v7nm9rxCWlA - "ბულინგი სკოლაში") და მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმები (https://www.youtube.com/watch?v=3-kpZexGCTY – „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“). განიხილეს ფილმებში შექმნილი სიტუაციები,  ისაუბრეს აღნიშნული პრობლემის შესახებ და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მის მოგვარებასთან დაკავშირებით. გაიხსენეს ბულინგის სხვადასხვა მაგალითები და მათგან მიღებული პრობლემები. 

ხელოვნების მოყვარულთა კლუბში, VI-VII კლასების მოსწავლეებმა იხილეს გიორგი შენგელაის ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1973 წ). ესაა ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი ცნობილი მსახიობების მონაწილეობითა და დაუვიწყარი მელოდიებით.  ასევე ფილმის ნახვა მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აღნიშნული ჟანრი ამ კლასებისათვის საპროგრამო მასალაა.
ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბში IX, X და XI მოსწავლეებმა თემაზე - „The  U.K.’s Political System“  („შეერთებული სამეფოს პოლიტიკური სისტემა“). მოსწავლეებმა ისაუბრეს ინგლისის პარლამენტზე, რომელიც მდებარეობს ვესტ-მისტერში, ლონდონში; ისაუბრეს ლორდთა და თემთა პალატის, მათ მიერ ქვეყნის მმართველობის, ლონდონის ცალკეული საგრაფოების შესახებ. (ხელმძღვანელი: მ. დარჩაშვილი)
უცხოური ენების მოყვარულთა კლუბი - გერმანული ენა უცხოური ენების კლუბის ფარგლებში, გერმანული ენის მოყვარული მოსწავლეები (VIII, IX, X, XI კლ) გასვლითი აქტივობით იმყოფებოდნენ მცხეთაში (ხელმძღვანელი: ქ. ჩიქოვანი), რომლის მიზანიც იყო უცხოელი ტურისტისათვის გერმანულ ენაზე გაეწიათ გიდობა და გაეცნოთ ძველი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. გერმანელი ტურისტის როლში იმყოფებოდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკო ვინთერი, რომელიც ახლახანს გადმოვიდა გერმანიიდან და მისთვის უცნობი იყო ეს ინფორმაცია. გიდობა გაგვიწიეს მოსწავლეებმა: ნ. ჯაფარიძემ, ნ. იობაშვილმა, ს. დარისპანაშვილმა, ბ. გორდეზიანმა, თ. ბიწაძემ და სხვებმა. მოსწავლეებმა მოინახულეს სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, ანტიოქია. ეს იყო უცხოური ენების კლუბის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო გასვლითი აქტივობა.

17 მარტიდან ხელოვნების კლუბში  მოსწავლეთა ყურადღება მიპყრობილია კინომცოდნე გიორგი რაზმაძის ინტერაქციული შეხვედრების მიმართ.

ბატონი გიორგი არის – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჟურნალ „კინ-O-ს“ ყოფილი მთავარი რედაქტორია. წინა წლებში იყო კინოჟურნალ „ფილმპრინტის“ მოწვეული მთავარი რედაქტორი. გიორგი რაზმაძე აქტიური კინომცოდნეა, წერს რამდენიმე გამოცემისთვის. ძირითადი საქმიანობა კი კინოს თეორიისა და ისტორიის კვლევაა ავანგარდის, ექსპერიმენტული კინოსა და ახალი მედიების მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში.

სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ფესტივალის ჟიურის წევრი, პრემია „წინანდლის“ შესარჩევი კომისიის წევრი, კინოცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის კინოგანათლების ექსპერტი, აგრეთვე კინოცენტრის ქართულ კინოზე გამოცემული წიგნების მუდმივი ავტორი და სხვ. გიორგი რაზმაძე ამჟამად იკავებს მკვლევრის თანამდებობას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აგრეთვე ამავე უნივერისტეტის მოწვეული ლექტორია.

საკლუბო შეხვედრები გულისხმობს ღონისძიებათა სერიას, რომლებზეც ნაჩვენები იქნება კინოს კლასიკური და თანამედროვე გამორჩეული ფილმები. კლუბის წევრები მოისმენენ მოკლე ლექციებს ამა თუ იმ რეჟისორზე, ეტაპზე, მიმდინარეობაზე და ა.შ., ასევე ისტორიულ და სახელოვნებო კონტექსტზე. ჩვენების შემდეგ კი მოეწყობა დისკუსია.

შერჩეული ფილმების მთავარი კრიტერიუმია მხატვრული და ისტორიული ღირებულება. მოსწავლეები გაეცნობიან როგორც კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს, ასევე ეზიარებიან აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მხატვრული მხარის ნიუანსებს. მოსწავლეები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ კინოში მონტაჟის, ხმის, გადაღების სპეციფიკისა და სხვა დეტალების შესახებ.

შეხვედრას მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ და დისკუსიაშიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ. 
V-VI კლასების მოსწავლეებთან შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „მხიარული სტარტები“, რომელიც დაფუძნებული იყო მძლეოსნობის ელემენტებზე. (ბურთის გადაცემის, დაჭერის/მიღების, ტარების, ტყორცნის/დარტყმის, ჩაწოდება/მოწოდების ელემენტებით და ა.შ.)

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა ალფაიძემ,   VIII-IX კლასების მოსწავლეებს წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში აჩვენა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ (2009 წ.), რომელმაც სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის ჩვენებას თან ერთვოდა პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან. მოსწავლეებისათვის ნაცნობი იყო ფილმის ცალკეული ეპიზოდების მუსიკალური გაფორმება, მისი აზრობრივი დატვირთვა, რაც მათ წინა წლებში  მუსიკის გაკვეთილებზე შეისწავლეს.

უცხოური ენების კლუბის მუშაობაში II სემესტრიდან ჩაერთვნენ გერმანული ენის მოყვარული მოსწავლეები (ხელმძღვანელი ქ-ნი ქ. ჩიქოვანი). შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა და დასახეს საინტერესო აქტივობები.