ექსკურსიები
IX  და XI კლასების მოსწავლეებმა ექსკურსიაზე კახეთში მოინახულეს: ძველი და ახალი შუამთა, ალავერდი, გრემი, ნეკრესი, ილიას ტბა. ექსკურსიის მიზანი იყო სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩვენი კულტურულ მემკვიდრეობის, ჩვენი ეკლესია-მონასტრების გაცნობა. (დამრ.: ნ. დემეტრაშვილი და მ. კორსაველი)

სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - „ჩვენი საგანძური“), ა.წ. 26 მაისს X კლასი  იმყოფებოდა ექსკურსიაზე ქვემო ქართლში, სადაც მონახულეს ღისრშესანიშნავი ისტორიული ძეგლები: VII საუკუნით დათარიღებული დმანისის სიონი, რომელსაც XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭე ამშვენებს. მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. ის მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სწორედ დმანისელი ადამიანია პირველი ევროპელი.

აღმოჩენილი სხეულების ნაწილებისაგან მეცნიერებმა აღადგინეს გამოსახულება და მიიღეს ქალისა და მამაკაცის გამოსახულება, რომლებსაც სახელები მზია და ზეზვა შეურჩიეს. მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ. 

დმანისის ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა და აქ 2345 ექსპონატია დაცული.

მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს  სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი ტანძიაში.  სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716). 1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.

ბოლოს კი მოსწავლეები ესტუმრნენ V საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის სიონს.  იგი, ისევე როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით.  

ეს იყო ძალიან საინტერესო და სანახაობრივად დატვირთული დღე.

გაზაფხულის თბილი და დაუვიწყარი დღე ბოდბის მონასტერსა და სიღნაღში.

წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“), იხილეს დოკუმენტური ფილმი „ადგილი, სადაც ილია მეორემ ბავშვობა გაატარა“. ეს ადგილია მცხეთის სამთავროს მონასტერი, რომელიც XI ს-ის პირველი ნახევრის საეპისკოპოს ტაძარს წარმოადგენს. ის აგებულია მეფე მირიანის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისათვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ფილმში მოთხრობილია საინტერესო ფაქტები ილია II -ს ბავშვობისა და ცხოვრების მომდევნო პერიოდის შესახებ. როგორც ცნობილია, სამთავროს მონასტრის ეზოში საეკლესიო პირების გვერდით დაკრძალულნი არიან საერო პირებიც. მათ შორის არიან: მწერალი და კინორეჟისორი - გოდერძი ჩოხელი, მსახიობი - ზინაიდა კვერენჩხილაძე, პოეტი -  მორის ფოცხიშვილი და მწერალი - ლევან გოთუა.     

საერო პირები ეკლესიის ეზოში იკრძალებიან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II კურ­თხე­ვით...

მოსწავლეებმა  ასევე  იხილეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ. იმ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა გოდერძი ჩოხელი, სკოლის შენობის ადგილას გაკეთდა მისი სახლ-მუზეუმი.

როგორც ცნობილია, გოდერძი ჩოხელი არის „მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და ფილ­მე­ბი ერთ მთლი­ა­ნო­ბას ქმნის და სი­კე­თი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის ნი­მუ­შია. რო­გორც იხ­სე­ნებ­და, კი­ნო­თი მა­შინ­ვე მო­ი­წამ­ლა, როცა პირ­ვე­ლად მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ეკ­რა­ნი­დან თა­ვი­სი სა­ხე­ლი გა­ი­გო­ნა - "გო­დერ­ძი, შვი­ლო!" (ფილ­მი­დან "ჯა­რის­კა­ცის მამა"). კი­ნოს სიყ­ვა­რულ­მა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­იყ­ვა­ნა და მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი, რომ მთი­დან პა­ტა­რა "ვაჟა-ფშა­ვე­ლა" ჩა­მო­სუ­ლა და გა­მოც­და­ზე ფილ­მის გარ­ჩე­ვას ლექ­სად წერ­სო... პირ­ვე­ლი გრან-პრი სა­კურ­სო ნა­მუ­შე­ვარ­მა "ად­გი­ლის დე­დამ" მო­უ­ტა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო "ვერ­ცხლის ნიმ­ფა" ფილ­მი­სათ­ვის "ცოდ­ვის შვი­ლე­ბი". იმა­ვე წელს მი­ი­ღო ია­პო­ნი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი, პრი­ზე­ბი სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი­სა და რე­ჟი­სუ­რი­სათ­ვის. გრან-პრი ანა­პის ფეს­ტი­ვალ­ზე "კი­ნო­შო­კი" - ფილ­მის­თვის "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი". 1998 წელს "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა" სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის და­ა­ჯილ­დო­ეს. ყვე­ლა კი­ნო­სუ­რა­თი თუ მო­თხრო­ბა მის მშობ­ლი­ურ მხა­რეს, - გუ­და­მა­ყარს ეძღვნე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ერ­თდრო­უ­ლად იგ­რძნო­ბა სევ­და და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი. "სი­ცო­ცხლე სევ­და არის, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ტკბი­ლი სევ­და," - წერ­და ის... გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში მი­ა­ბა­რეს მი­წას...“

2025 წლის 4 დეკემბერს კერძო სკოლა " ივერონის" IX და X კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ს. ჯანაშიას სახ. ეროვნულ მუზეუმს. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს რეალურ გარემოში განემტკიცებინათ წიგნიდან მიღებული ცოდნა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო ესგ-ით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

(ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი ქ-ნი ი. გარსენიშვილი)
2025 წლის 20 ნოემბერს XI კლასის მოსწავლეებს შემეცნებითი ხასიათის გასვლითი აქტივობა - ექსკურსია ძველი თბილისის უბნებში. ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის წარსულისა და აწმყოს ერთიან კონტექსტში გააზრება, ისტორიული პროცესების დანახვა-შეფასება ეპოქისაგან დისტანციურად. აქტივობა განხირციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თ ჩხეიძისა და ისტორიის მასწავლებლის ი. გარსენიშვილის ხელმძღვანელობით. 

სადამრიგებლო საათის ფარგლებში, VI-VII კლასების დამრიგებელთა ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს „ბარამბოს“ საწარმო, სადაც მზადდება მათთვის საყვარელი - შოკოლადის, კარამელისა და ვაფლის პროდუქცია. ასევე მოინახულეს ნაყინის ჩამოსასხმელი დარბაზი, რომელიც სეზონიდან გამომდინარე, არ ფუნქციონირებდა. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფაბრიკა, მოიხიბლენ მისი სიდიდითა და მომზადების პროცესით.  საწარმომ ყველა ვიზიტორი დაასაჩუქრა ტკბლეულით, სიგელებითა და სტიკერებით.

სასკოლო პროექტის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (სახელწოდება: „ჩვენი საგანძური“) ფარგლებში, სკოლა „ივერონის“ IX-X-XI კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს ბეთანიის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნით თარიღდება.  

Facebook