სკოლის მისია

                                                               ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია                                                    2021-2022

შპს კერძო სკოლა „ივერონის“ დაარსდა 2000 წელს. დაარსების დღიდან სკოლა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამივე  - დაწყებით, საბაზო და საშუალო  - საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს

 სკოლის თითოეული საფეხურის მიზანია სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტელექტუალურ-ფიზიკური, ღირებულებების მქონე მოსწავლეთა აღზრდა  და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, თითოეული მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სკოლა  მიზნად ისახავს, მშობლებთან თანამშრომლობის, შიდა სასკოლო მონიტორინგისა და სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონის მიღწევას და  მათ მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის.

სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია სწავლების პრიორიტეტები, როგორიცაა უცხოური ენები და სახელოვნებო მიმართულებები.

 

სკოლა მოწოდებულია: შექმნას უსაფრთხო გარემო, სადაც მოზარდები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს. იზრუნოს, მშობლებთან ერთად, მოსწავლეთა უწყვეტი განვითარებისა და განათლების, მათთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბების, მასწავლებელთა მუდმივი სწავლებისა და პროფესიული ზრდის ხელშემწყობი, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სწავლება-განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და კლასში (სკოლაში) თავისუფალი შემოქმედებითი გარემოს შექმნაზე.

 

Facebook