კათედრის დებულება
შპს კერძო სკოლა ,,ივერონის’’
კათედრის დებულება
2016
თბილისი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, შპს კერძო სკოლა ,,ივერონის’’ დებულების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კათედრის მიზნები და ამოცანები
1. კათედრის მიზნები და ამოცანებია:
1.1 სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;
1.2 სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების ეფექტურად შერჩევა და დამტკიცება;
1.3 დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;
1.4 პედაგოგთა სასწავლო პროგრამის შეასაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან;
1.5 პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
1.6 პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
1.7 პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.
მუხლი 3. კათედრის წევრობა
3.1. შპს კერძო სკოლა ,,ივერონის’’ მასწავლებლები ვალდებულნი არიან საგნობრივი ჯგუფის მიხედვით გაერთიანდნენ შესაბამის კათედრაში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე;
3.2. კათედრა იკრიბება პირველ სემესტრში ორჯერ (დასაწყისსა და დასასრულს), მეორე სემესტრში ორჯერ - სემესტრის შუაში და დასასრულს; კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
3.3. კათედრის რიგგარეშე სხდომის ჩატარება ხდება, საჭიროების შემთხვევაში კათერდის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით;
3.4 რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით;
3.5 რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავმჯდომარეს.
მუხლი 4. კათედრის წევრის უფლებები და მოვალეობები კათედრის წევრს უფლება აქვს:
4.1 აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;
4.2 კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;
4.3 შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;
4.4 მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;
4.5 სამი წლის ვადით აირჩიოს შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის წევრებიდან მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობის კანდიდატი.
კათედრის წევრი ვალდებულია:
4.6 დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი: ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზი და ა.შ.);
4.7 მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევაში;
4.8 იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე
მიღებული გადაწყვეტილებები;
4.9 მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;
4.10 იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.
მუხლი 5. კათედრის ფუნქციები კათედრის ფუნქციებია:
5.1 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;
5.2 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
5.3 კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
5.4 საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
5.5 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
5.6 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;
5.7 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა.
5.8 საგნობრივი კათედრის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი
ოქმით.
მუხლი 6. კათედრის თავმჯდომარის არჩევის წესი
6.1 კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის დასაწყისში ფარული კენჭისყრით;
6.2 ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ სამჯერ.
6.3 კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს.
მუხლი 7. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები კათედრის თავმჯდომარე:
7.1 უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;
7.2 სემესტრში ერთხელ ამზადებს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, პედაგოგიურ საბჭოსა და
სკოლის დირექციასთან წარსადგენად;
7.3 კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ, მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დაინტერესუბულ პირს.
7.4 უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ორგანიზებას და დროულ ჩატარებას;
7.5 უზრუნვრელყოფს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
7.6 უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებას და განვითარებისთვის სხვადსახვა ღონისძიების (ინტეგრირებული გაკვეთილები, სამოდელო გაკვეთილები, მრგვალი მაგიდები და სხვა) ჩატარებას;
7.7 კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტურად
გადანაწილებას კათედრის წევრთა შორის;
7.8 წარუდგენს წინადადებას და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების,
ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის დირექციას და პედაგოგიურ საბჭოს;
7.9 ხელს უწყობს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;
7.10 აწარმოებს კათედრის დოკუმენტაციას;
7.11 კათედრის ხელმძღვანელის პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
კათედრის სამოქმედო გეგმას
კათედრის დებულებას
შეფასების კომპონენტებს შესატყვისი რუბრიკებით
კათედრის შეხვედრის ამსახველ ოქმს.
მუხლი 8. კათედრის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი
8.1 კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ კათედრის სხდომას ესწრება კათედრის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3;
8.2 კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;
8.3 ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კათედრის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 9. კათედრის დებულების დამტკიცება და ცვლილლების შეტანა
9.1სკოლის კათედრის დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს შპს კერძო სკოლა ,,ივერონის’’ დირექტორი.
9.2 სკოლის კათედრის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.