გალერეა

2025-2026 სასწავლო წლის დასასრულს სკოლა „ივერონმა“ საამაყო მოსწავლეების კიდევ ერთ გამოშვებას დაულოცა მომავლის გზა, რომელთა შორისაც 6 ოქროსმედალოსანი გახლდათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდები ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა და გახდნენ საქართველოსა და უცხოეთში მათთვის სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას ცოდნის გზაზე! <3 <3 <3

VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ „საქართველოს ისტორიის მუზეუმს“ (ჩვენი საქართველოს მასწ.: ა. ჯოხაძე), სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ თბილისის ისტორიას, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომრეობას.  ვიზუალური მასალის ხილვით, მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა. ეს კი  დაეხმარება მათ  დაგეგმილ შემოქმედებით პროდუქტზე მუშაობაში.

თემა:  „ტრეფიკინგი“   (მასწ.: ა. ჯოხაძე)
2026 წლის 17 მაისს სკოლა „ივერონში“ ჩატარდა გამოფენა-კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი ოჯახი“, რომელიც მიეძღვნა ოჯახის სიწმინდის დღეს. ამასთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი. კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად დასახელდა გამორჩეული ნახატი, რომელის ავტორსაც გადაეცა შესაბამისი სიგელი. მასთან ერთად სიგელები გადაეცათ გამოფენა-კონკურსში მონაწილე ყველა პატარა მხატვარს (მასწ.: მ. დავითაშვილი). 

II კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა შამაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - წელიწადის დროები, საკითხი „გაზაფხული“ (მასწ.: ლ. ჯოხაძე). ჩვენმა პატარებმა ისაუბრეს გაზაფხულის მობრძანებაზე, ბუნების გამოღვიძებაზე,  ფრინველების ქცევებეზე და ა.შ. სახელმძღვანელოდან წაიკითხეს მოთხრობა „გაზაფხული“, ზაპირად წარმოთქვეს თემატური ლექსები, მოახდინეს ინსცენირება მოთხრობისა - „ბერიკაცი და ნამყენი". გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები გაზაფხულისა და წელიწადის დროების შესახებ (მოსწავლეთა სურვილის შესაბამისად), რის შემდეგაც მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად ნამუშევრების პრეზენტაცია მოახდინეს.

გაკვეთილის დასასრულს სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა მ. დარჩაშვილმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები სხვადასხვა ნომინაციებით.

(გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები).

ოჯახური ღირებულებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სკოლაში პირველად ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი თემაზე - „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“. აქტივობა მიეძღვნა 17 მაისს - ოჯახის სიწმინდის დღეს. მასში მონაწილეობა მიიღეს დაწყებით კლასების მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომლებშიც ასახულია ერთი, ორი, სამი და ოთხშვილიანი ბედნიერი ოჯახები, ოჯახური სითბოთი, სიყვარულით, ერთიანობითა და სიმტკიცით.

შიდასასკოლო გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა V კლასის მოსწავლის ნია დუმბაძის ნამუშევარი „ჩემი ოჯახი“. კონკურსის ყველა მოსწავლეს  გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

X კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილი მიუძღვნეს საქართველოს კათოლიკოს-პარიარქის ილია II-ის გახსენებას (მასწ.: ნ. გოგუა). კლასმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე „ჩვენი პატრიარქი“.  მათ ისაუბრეს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებისა და შემოქმედების (საგალობლებისა და ხატწერის) შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს მის ღვაწლზე, რომელიც მან საქართველოსათვის გასწია.

პრეზენტაცია დაასრულეს ლექსით, რომელიც პატრიარქმა ანდერძად დაგვიტოვა - „ყველაფერი კარგად იქნება" .

Facebook