ღონისძიებები და პროექტები

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
2026 წლის 6 თებერვალს IV კლასის მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე გაითამაშეს მინი-სპექტაკლი „ზამთრის ამბავი“ (დამრიგებელი: ლია კუკავა). ის მოგვითხრობს ტყის ცხოველების შესახებ, რომლებიც ზამთრის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან ნაძვის ხის მორთვასა და საჩუქრების მომზადებაში,  ერთად მხიარულობენ და ქმნიან სადღესასწაულო განწყობას. ნაწარმოები გვასწავლის მეგობრობას, თანადგომასა და სიკეთის მნიშვნელობას.
საახალწლო აქტივობის ფარგლებში, სკოლაში  გვესტუმრნენ მშობლები, რომლებმაც თავიანთ შვილებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახალისო თამაშებში. ასევე უპასუხეს ჩვენს სახალისო კითხვებს. კულინარიულ ნაწილში კი დედებმა და შვილებმა ერთობლივად მოგვიმზადეს გემრიელი საახალწლო კერძები და ულამაზესი დესერტები.

თემა:  „მიგრაციები ძველად და ახლა“ (მასწავლებლები: ე. ბუცხრიკიძე (გეოგრაფია) და ი. გარსენიშვილი (ისტორია))

გაეროს  გადაწყვეტილებით  1990 წლიდან 18  დეკემბერი სახელდება   შრომით მიგრანტთა საერთაშორისო  დღედ.  სწორედ    მიგრაციის  თემას დაუკავშირდა დეკემბრის თვეში ისტორიის   და  გეოგრაფიის  მასწავლებლების მიერ X კლასში ჩატარებული ინტეგრირებული  გაკვეთილი   სახელწოდებით „მიგრაციები  ძველად   და ახლა“

სხვადასხვა ტიპის წყაროებზე  დაყრდნობით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმ  მოახდინეს   პრეისტორიულ, ძველ აღმოსავლურ  და ანტიკურ პერიოდთან დაკავშირებული სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების გაანალიზება, ფაქტებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. წარმოაჩინეს საზოგადოების  განვითარების  ეტაპების  გავლენა  მიგრაციულ  პროცესებზე. ასევე  გააანალიზეს   საერთაშორისო  მიგრაციის  გლობალური  როლის გავლენა  როგორც ცალკეული  ქვეყნების, ისე  მსოფლიოს მეურნეობაზე, დემოგრაფიასა და გარემოზე.

მოსწავლეებმა საინტერესოდ  განიხილეს  საერთაშორისო  მიგრაციების   ყველაზე  გავრცელებული  ფორმები  და სახეები.  გაკვეთილის მსვლელობის  დროს  დაფასთან ერთად მიზნობრივად    გამოყნებული იყო   სხვადასხვა ელექტრონული  რესურსი,  სქემა,  ფოტო ,  ისტორიული თუ გეოგრაფიული  რუკა.

ყველა  დროის და ეპოქის  მნიშვნელოვანი  მოვლენის, მიგრაციის  განხილვამ, კიდევ ერთხელ  აჩვენა საგნობრივ  კათედრაზე შემავალ  ამ ორ  საგნის   შორის მჭიდრო  ურთიერთკავშირი.

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით III კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს შარლ პიეროს ზღაპარი „მძინარე მზეთუნახავი“, რომელიც წარმოდგენილი იყო კოსტუმირებული სპექტაკლის სახით და გაფორმებული იყო პ.ი. ჩაიკოვსკის მუსიკით. ბავშვებმა დიდი მონდომებითა და ოსტატობით განასახიერეს მათი გმირები. პექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. (ხელმძღვანელები: მ. კუბლაშვილი (დამრიგებელი) და მ. თევზაძე (სასც. ხელოვნების მასწ.)
სკოლა „ივერონში“ საახალწლო განწყობა შემოიტანა „საახალწლო ზღაპარმა“ , რომელიც II კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს (ხელმძღვანელი: ლ. ჯოხაძე (დამრიგებელი), სასც. ხელოვნების მასწ.: მ. თევზაძე).  ბავშვებმა  ზღაპრის პერსონაჟების დახმარებით გადმოგვცეს საახალწლო ტრადიციები. მათ დიდი ინტერესით იმუშავეს და სცენაზე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები.
თემა: „კულინარიული საიდუმლოებები, ანუ ფიზიკა სამზარეულოში“ (ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი: მ. გოგაძე)
სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“)  IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით: „საქართველო UNESCO- ს მემკვიდრეობის ნუსხაში“  (მასწავლებელი: ე. ბუცხრიკიძე)

Facebook