სასწავლო ფოტოები
სასწავლო წლის დასრულება I კლასმა აღნიშნა შემაჯამებელი ღონისძიებთ - „გმადლობთ დედაენა!“, რომელმაც შეაჯამა მათი პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით და სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩინეს წლის მანძლზე მიღებული ცოდნა: თუ როგორ ისწავლეს კითხვა, წერა და ქართული ენის სიყვარული (დამრ.: მ. კუბლაშვილი)
თემა: „საქართველოს ეროვნული პარკები“ (მასწ.: ე. ბუცხრიკიძე)
თემა:  „ოქროს კვეთა“   (მასწ.: დ. დვალიშვილი)

თემა:  „საქართველო - ვაზისა და ღვინის სამშობლო“  (მასწ.: ნ. ღამბაშიძე)

პრეზენტაცია ჩატარდა სასკოლო პროექტის „ჩვენი საგანძური“ ფარგლებში.

2026 წლის 2 ივნისს X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ისტორიული და ეთნოგრაფიული შტრიხები აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში ('შუშანიკის წამება", "აბო თბილელის წამება", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" -). (ქართული ენა და ლიტერატურა (მასწ: ი. ალფაიძე) და საქართველოს ისტორია (მასწ.: ი.გარსენიშვილი))

მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიული წყაროების მრავალფეროვნებაზე, ყურადღება გაამახვილეს დასახელებულ ლიტერატურულ ძეგლებზე, გამოკვეთეს მათი ისტორიული და ეთნოგრაფიული ღირებულებები. გაკვეთილის მსვლელობისას მოჰყავდათ შესაბამისი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა (ასახელებდნენ ფაქტებს) აგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ი. გოგებაშვილის ნაწარმოების - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ -ს შესწავლის შემდეგ, სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა ქართული მხატვრული ფილმის - „იავნანას“ ჩვენება (მასწ.: ე. კაციტაძე). V კლასის მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ იმსჯელეს ფილმის შინაარსსა და იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების შინაარსს შორის მსგავსება-განსხვავების შესახებ.

ჩვენების დროს ყურადღება გამახვილდა ფილმის მუსიკალურ ფონზე, რომლიც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე და ხაზს უსვამს პერსონაჟთა განცდებს.

თემა: „კატალიზატორი“ (მასწ.:  თ. ბაკაშვილი)

მოსწავლეებმა შეასრულეს შემოქმედებითი წერითი აქტივობა - „წერილი ფეფოს“ (დამრ.: ლ. კუკავა).

აქტივობის მიზანი იყო წერილის სტრუქტურის გაცნობა და წერის კულტურის განვითარება. ბავშვებმა მათ მიერ გაცნობილ პერსონაჟს — ფეფოს — მისწერეს წერილი, სადაც გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, ემოციები და შთაბეჭდილებები. წერის პროცესში მოსწავლეებმა გაითვალისწინეს წერილის ძირითადი ელემენტები: მიმართვა, მისალმება, პატივისცემის გამოხატვა და დამშვიდობება. მათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს მარტივი წინადადებები, სწორად გამოიყენეს მიმართვის ფორმა და წერილის ბოლოს თავაზიანი დამშვიდობება.

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებას, აზრის ჩამოყალიბებასა და ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. ასევე გაძლიერდა მათი შემოქმედებითი აზროვნება და ინტერესიც პერსონაჟების მიმართ.

გაკვეთილის თემა: „ოქსიდების გამოყენება, ლალის ქვა და ლალის ქვის სიმბოლიკა ქართულ პოეზიაში“  (მასწავლებლები: ი. ალფაიძე (ქართული) და თ. ბაკაშვილი (ქიმია))

XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილი დაუთმეს სახალისო აქტივობებს (მასწ.: თ. ბაკაშვილი). კერძოდ, მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები და მოახდინეს მათზე დაკვირვება შემდეგ ქიმიურ რეაქციებზე: ვულკანის ეფექტი - ამონიუმის დიქრომატის დაშლის რეაქცია; ფარაონის გველები - დაშლის რეაქციის თვალსაჩინო მეთოდი; ძმრის გამოყენებით ჩაატარეს ცდები - აირის გამოყოფისა და რეაქციის ნიშნებზე დაკვირვება.  ექსპერიმენტებმა მოსწავლეებს დაანახა, რომ ქიმია არის არა მხოლოდ თეორია, არამედ საინტერესო და ვიზუალურად შთამბეჭდავი პროცესების ერთობლიობა.

სკოლა ყოველწლიურად ახდენს მაკულატურის ჩაბარებას, რომელსაც თავს უყრის სასწავლო წლის დასაწყისიდანვე. ამჯერად სკოლამ შეაგროვა 250 კგ მაკულატურა და ამით საშუალოდ 4 ზრდასრული ხე გადაარჩენა. 

გარდა ხეების გადარჩენისა, 250 კგ ქაღალდის გადამუშავება ასევე ზოგავს სხვა მნიშვნელოვან რესურსებს:

  • წყალი: დაახლოებით 6,750 ლიტრი.
  • ენერგია: დაახლოებით 1,000 კილოვატ-საათი ელექტროენერგია.
  • გამონაბოლქვი: თავიდან აგაცილებთ დაახლოებით 0.75 კუბური მეტრის ატმოსფეროში მოხვედრას.

აქტივობა განხორციელდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.

 

50.  ჩვენ ვზრუნავთ ბუნების სილამაზეზე   (VII კლ)

VII კლასის მოსწავლეების მიერ შემოდგომაზე დარგულმა ვარდების ნერგებმა გაიხარეს და ჩვენი მოსწავლეებიც გაახარეს (დამრ: ი. გარსენიშვილი).

22  აპრილს 190-ზე მეტ  ქვეყანაში აღინიშნება დედამიწის  დღე.

ეს არის თარიღი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს  პლანეტის ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ამ  დღის  აღნიშვნა  იწყება  1970  წლიდან  და   ერთ მთავარ იდეას გვახსენებს:  დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა   ჩვენს ხელშია.

ამ დღის აღსანიშნავად, X კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ  ე. ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და წარადგინეს „კონცეფცია   მდგრადი  ტურიზმის განვითარების  შესახებ  საქართველოში“.

მოსწავლეებმა   საინტერესოდ  წარმოაჩინეს კონცეფციის  მთავარი  არსი, რომელიც  მდგომარეობს  შემდეგში:  საქართველო გახდეს მსოფლიოში გამორჩეული „მწვანე“ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და თუ ამ სიმდიდრეს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, საქართველო იქნება ეკონომიკურად  ძლიერი, ეკოლოგიურად  სუფთა და კულტურულად ამაყი სახელმწიფო.
დედამიწის დღეს მიუძღვნეს თავიანთი ნამუშევრები ჩვენმა II კლასის მოსწავლეებმა (დამრ: ლ. ჯოხაძე)
აქტივობა ეძღვნება დედა ენის დღეს  (I კლ. - დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი).
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა სახელწოდებით - "ქართული მარტო ენაა?" ბავშვებმა ლამაზი კალიგრაფიით მოხატეს მუხრან მაჭავარიანის ლექსის თითოეული ასო  (III კლ. - დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი).

Facebook