2022 წლის 04 ივნისს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ-მ) უმასპინძლა ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“  გამარჯვებულებს. კონკურსის იდეის ავტორია ბ-ნი გია მურღულია.

კონკურსი ამჯერად  რიგით მეშვიდედ ჩატარდა.  ქვეყნის მასშტაბით მასში მონაწილეობა მიიღო X-XII კლასების 750-მდე მოსწავლემ. მათგან ფინალში გადავიდა 122 მოსწავლე.

 კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება. კონკურსი ასევე ითვალისწინებდა გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა დაჯილდოებასაც.

კონკურსანტთა ნამუშევრების  მაღალი დონის გათვალისწინებით, 10 გამარჯვებულის ნაცვლად, ჟიურიმ 15 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგანაც  4 არის კონკურსის „ წარჩინებული“ მონაწილე, 8 -  „გამორჩეული“  კონკურსანტი, ხოლო  3 -  „აბსოლუტური“ გამარჯვებული.

დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეული იყო საუკეთესო ნამუშევრების  ავტორი  34 კონკურსანტი,  მათი მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და გულშემატკივრები.

გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები, სხვადასხვა პრიზები, ხოლო „საპრიზო სამეული“ და მათი მასწავლებლები, გარდა აღნიშნულისა, დაჯილდოვდნენ ფულადი ჯილდოთიც.  (მთავარი სპონსორი - სეუ. ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი). გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სეუ-სგან გადაეცა ათას-ათასი ლარი, მათ მასწავლებლებს კი - 700-700 ლარი. სამივე მასწავლებელი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დააჯილდოვა 500-500 ლარით.

კონკურსანტებსა და მათ პედაგოგებს წარმატება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელებმა გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა (Zoom-ით). მათვე გამოაცხადეს, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს მიიწვევენ შეხვედრაზე პარლამენტში.

ცერემონიას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომელმაც, ასევე, მიულოცა გამარჯვებულებს წარმატება და პრიზები გადასცა პირველ სამეულს. მანვე გამოაცხადა, რომ წარმატებულ კონკურსანტებს მიიწვევს შეხვედრაზე სამინისტროში და მათგან წამოსული ყველაზე საინტერესო ხედვებისა და საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად დაეხმარებიან შესაბამის სკოლებს.

 

გამარჯვებულ სამეულში  დასახელდა კერძო სკოლა  „ივერონის“  XII კლასის მოსწავლე - ლუკა ბერიშვილი .

სკოლის  დირექცია და ყველა მასწავლებელი  ულოცავს  ლუკას ამ დიდ გამარჯვებას  და უსურვებს წარმატებებით აღსავსე მომავალს.

ასევე ვულოცავთ ლუკას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ქალბატონ ეკატერინე კაციტაძეს  მისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოსწავლის გამარჯვებას.

ლუკა ბერიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას!!!

 გვიყვარხარ და გვეამაყები !!!

კერძო სკოლა "ივერონი"

საუკეთესო სკოლა თქვენი შვილის მომავლისათვის

 იწყებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის I დან XII კლასის ჩათვლით

კერძო სკოლა "ივერონი" გთავაზობთ :

კვალიფიციური და საუკეთესო პედაგოგები; ჯგუფში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა; ინდივიდუალური მიდგომა; დღის მეორე ნახევარში კვალიფიციური აღმზრდელები მიერ გაკვეთილების მომზადება; 2 -ჯერადი კვება; სააღმზრდელო მომსახურება ყველა საგანში, მათ შორის ინგლისურ ენაშიც;

 დამატებით, სკოლის მიერ დაფინანსებული წრეები: ხატვა, მეტყველება, რელიგიის ისტორია და ჭადრაკი;

შენობას და სკოლის ტერიტორიას 24 სთ იცავენ დარაჯები, მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი; ჰიგიენური ნორმები დაცულია სრულად; მთელი დღის განმავლობაში სკოლას ემსახურება მორიგე დამლაგებელი. სისტემატურად ხორციელდება  შენობის დეზინფექცია;

 შესაძლებელია გადასახადის გადანაწილება 10 თვეზე; დედ-მამიშვილებზე ვრცელდება ფასდაკლება;

მოთხოვნის შესაბამისად ისარგებლებთ ტრანსპორტით;

 საკონტაქტო ნომერია:  599711040;

ამავე შენობაში ფუნქციონირებს  სამუსიკო სკოლა - ხელოვნების კოლეჯი და  ქართულ ხალხური ცეკვის ანსამბლი - "დიდგორი"

2022 წელს სკოლა „ივერონს“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული  შპს „მ.ბ.ჯ.  შრომის უსაფრთხოების“  სამსახურთან.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა პერიოდულად  განახორციელა შეხვედრები სკოლის პედაგოგ-თანამშრომლებთან და ჩაატარა სწავლება  უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. 

განხილული თემები:

1.    შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა;

2.     საფრთხეებისა და რისკების სახეები, აღმოჩენა და მართვა;

3.     სახანძრო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმა;

4.     ევაკუაცია, ცეცხლმაქრის გამოყენება.

 

შეხვედრის დასასრულს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი  პასუხობს თანამშრომელთა მიერ დასმულ  კითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სკოლა „ივერონი“  2018-2019  და  2019-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებს ულოცავს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვებას!!!
კერძო სკოლა „ივერონი“ აქტიურად ჩაერთო ზოგადი განათლების რეფორმაში, რომელიც გულისხმობს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას.
დღეს პირველი კლასის  მოსწავლეებს  საჩუქრად  გადაეცათ  ი. გოგებაშვილის დედაენა.  ესაა დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის კომპლექტიც შედგება მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის სამუშაო რვეულისაგან (I და II ნაწილები). კლასის დამრიგებელი ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა  დიდი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის,  პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის შესახებ. მან ბავშვებს შეახსენა გოგებაშვილის მიერ შექმნილი ლექსები, მოთხრობები,  იგავ-არაკები და ანდაზები. იხილეს დოკუმენტური ფილმი ი. გოგებაშვილის შესახებ  ( https://www.youtube.com/watch?v=z4mGXN7kxV4 ) და მოისმინეს მოთხრობები („მეზობლები“  და „ჭიანჭველები“).

გთავაზობთ ამონარიდს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მასალიდან:

PIRLS-ი ესაა „ ... მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის კითხვის ცოდნის შესაფასებელი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 2001 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. PIRLS 2021 არის მეხუთე კვლევა, რომელიც დაადგენს ბოლო ოცი წლის მანძილზე კითხვის ცოდნაში არსებულ ტენდენციებს. PIRLS 2021-ში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყანა. საქართველო ერთ-ერთია მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა სკოლების გარკვეული რაოდენობა. 2020-2021 სასწავლო წელს თითოეული სკოლიდან შეირჩა სულ მცირე ერთი მე-4 კლასი. მოსწავლეთა ტესტირება 2020-2021 სასწავლო წელს, გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო ყველა მონაწილე ქვეყანაში, მაგრამ COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო, ქვეყნების ნაწილში მისი ჩატარება 2021 წლის შემოდგმისთვის გადაიდო. მათ შორისაა საქართველოც. შესაბამისად, კვლევაში ჩაერთვებიან 2020-2021 სასწავლო წელს კვლევაში მონაწილე სკოლებიდან შერჩეული კლასების მოსწავლეები, რომლებიც ახლა მე-5 კლასში სწავლობენ. არსებული რეალობის გათვალისწინებით მოხდა წინამდებარე სახელმძღვანელოს ადაპტირებაც”.

ამდენად, სკოლა „ივერონის“ V კლასის მოსწავლეები არიან PIRLS-ის 2021 წლის კვლევის მონაწილენი. კვლევა ჩატარდა 2 ეტაპად  (ძირითადი და დამატებითი) 100%-იანი ჩართულობით. გარდა მოსწავლეებისა, შესაბამისი კითხვარები შეავსეს შერჩეული კლასის მშობლებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  (მ. კუბლაშვილმა) და სკოლის დირექტორმა (მ. დარჩაშვილმა).

      პირველკლასელთა  შემობიჯება სკოლაში

დადგა ყველასათვის ნანატრი დღე -  სწავლამ დისტანციური რეჟიმიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა...

ბავშვების ჟრიამული მოეფინა  საკლასო ოთახებს...

ჩვენმა პირველკლასელებმა პირველი ნაბიჯები შემოდგეს სკოლაში...

სკოლის დამფუძნებელმა ქ-ნმა ციალა ჯაფარიძემ 2020-2021 სასწავლო წლის 10-ქულოსან მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა წარჩინების სიგელები.

სკოლის დირექცია სრულად მომზადებული ხვდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ჩატარდა სკოლის შენობის სრული დეზინფექცია, დამუშავდა  საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, დერეფნები, სველი წერტილები, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და ა.შ. სასწავლო პროცესის პარალელურად კი მკაცრად გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. სკოლის დამლაგებლის მიერ ჩატარდება  შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

Facebook