შპს კერძო სკოლა „ივერონის“ ბიბლიოთეკის დებულება

შპს კერძო სკოლა  „ივერონის“ ბიბლიოთეკის გამოყენების წესი
(დებულება)

2016 წელი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება არეგულირებს სკოლის ბიბლიოთეკის, მასში არსებული რესურსების გამოყენებისა და სარგებლობის  წესებს.
2. ბიბლიოთეკაარის სკოლის სტრუქტურული რთეული, რომელშიც განთავსებულია გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, მხატვრული, საინფორმაციო დ ასხვა სახის ლიტერატურული დ საინფორმაციო მასალა.
3.ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები რეგულირდება ‘‘საბიბლიოთეკო საქმის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, სკოლის შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზნები და ამოცანები
1. ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფა, მოსწავლეთა განათლების, კულტურისა და ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
2. ამ ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:
ა.მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ლიტერატურითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური,);
ბ. ხელსაყრელი პირობების შექმნას პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
გ. შესაბამისი პროფილის ლიტერატურისა და დოკუმენტების შეგროვებას და მათ სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობას.

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები და ფუნქციები
1. ბიბლიოთეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა. მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;
ბ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
გ. ოპერატიულობა;
დ. კავშირების დამყარება სხვა ბიბლიოთეკებთან, გამომცემლობებთან;
2. სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის.

მუხლი 4. საბიბლიოთეკო დოკუმენტის (რესურსის) გატანა-დაბრუნება
1. წიგნის გატანა დამოკიდებულია მასალისა და მკითხველის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.
2. მასწავლებლებსა და თანამშრომლებზე წიგნები გაიცემა  არაუმეტეს 2 კვირის ვადით;
3. წიგნები მოსწავლეებზე გაიცემა:
ა) გრიფირებული სახელმძღვანელოები - არა უმეტეს 2  კვირის ვადით;
ბ) მხატვრული ლიტერატურა – არა უმეტეს 2 კვირის ვადით ;
გ) დანარჩენი კატეგორიის საბიბლიოთეკო დოკუმენტი – არაუმეტეს 2 კვირის ვადით ;
4. ერთდროულად შესაძლოა გაიცეს არაუმეტეს 2  საბიბლიოთეკო ერთეულისა.
5. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
ა ) პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);
ბ) აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო– დოკუმენტები;
გ ) ენციკლოპედიები;
დ) ლექსიკონები.
6. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში;
7. ბიბლიოთეკის ფონდიდან, მკითხველისათვის დოკუმენტების მორიგი გაცემა იწარმოებს, მხოლოდ გატანილი დოკუმენტების დაბრუნების შემდეგ.
8. იშვიათი წიგნები, ალბომები, დოკუმენტები, რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარით არის წარმოდგენილი ბიბლიოთეკაში და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები სახლში წასაღებად არ გაიცემა.
9. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;

მუხლი 5. საბიბლიოთეკო დოკუმენტის (რესურსის)დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა
1. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა.
2. არასაპატიო მიზეზით, საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მკითხველს ეკრძალება საბიბლიოთეკო რესურსის სახლში გატანა ფაქტის დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.
3. საბიბლიოთეკო დოკუმენტების, სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, ერთიო თვის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან სანაცვლოდ იმავე დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
5. მკითხველს შეუძლია სამკითხველო დარბაზში ისარგებლოს ფონდში არსებული მასალებით.

მუხლი6. სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები
1.მკითხველი ვალდებულია არ დაარღვიოს მშვიდი გარემო სკოლის ბიბლიოთეკაში;
2.სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მკითხველს მუშაობაში.
3.იკრძალება მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნებართვო გატანა,რაც ჩაითვლება არამართლზომიერქმედებად და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

მუხლი 7. მუშაობის დრო
სკოლის  ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.

მუხლი 8. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია
სკოლის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინირებას ახორციელებს სკოლის ბიბლიოთეკარი მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.


მუხლი 9. სკოლის ბიბლიოთეკარი და ბიბლიოთეკის ლაბორანტი
1.    სკოლის ბიბლიოთეკარი:
ა) ზრუნავს სკოლის ბიბლოთეკაში არსებულ რესურსებზე;
ბ) აღრიცხავს და აწესრიგებს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნად ფონდს;
გ) მოსწავლეებს ეხმარება მასალის შერჩევაში;
დ) ბიბლიოთეკაში ქმნის კითხვისა და წიგნით დაინტერესების ატმოსფეროს;
ე) ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს;
ვ) ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის მუშაობას;
ზ) აწარმოებს წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;
თ) თავისი საქმიანობა წარმართოს სკოლის სამართლებრივი აქტებისა და  წინამდებარე დებულების შესაბამისად;
ი) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურება ხარისხიანად, სრულად და  დროულად;
კ) შეიმუშაოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
2.    ბიბლიოთეკის ლაბორანტი:
ა) უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;
ბ) ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდურ თუ მხატვრული ლიტერატურის მოვლაზე, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკის განკარგულებაშია;
გ) ეხმარება მოსწავლეებს, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად, წასაკითხი მასალის შერჩევაში;
დ) ეხმარება  საგნის მასწავლებელს ბიბლიოთეკაში გაკვეთილის, პროექტის ჩატარების დროს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს შპს კერძო სკოლა ,,ივერონის’’ დირექტორის და ბიბლიოთეკარის   სხვა დავალებებს.

მუხლი 10. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
1. სკოლის მოსწავლეები კლასების მიხედვით, ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ბიბლიოთეკართან ან/და ბიბლიოთეკის ლაბორანტთან.
2. თითოეულ მკითხველზე ივსება მკითხველის ანკეტა, რომელშიც რეგისტრირდება დოკუმენტის გაცემის და ჩაბარების თარიღი.
3. ბიბლიოთეკაში რეგისტრირებისას, მკითხველი ინფორმირებული უნდა იყოს ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების შესახებ.



მუხლი 11. მკითხველის უფლებები-მოვალეობები

1.მკითხველი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში არსებული მასალები წინამდებარე დებულებით დადგენილი წესებისა და ვადის შესაბამისად;
ბ) მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
გ) უფასოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკის მომსახურებით.
2.მკითხველი ვალდებულია:
ა) დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი დოკუმენტები დადგენილ ვადაში;
ბ) პირი, რომელიც გადავიდა სხვა სკოლაში, გაირიცხა ან/და აღარ წარმოადგენს სკოლის მოსწავლეს ან/და  თანამშრომელს ვალდებულია დააბრუნოს მასზე გაცემული ყველა დოკუმენტი ან/და აანაზღაუროს;
გ) არ გაიტანოს სკოლის ბიბლიოთეკის ფართიდან დოკუმენტები შესაბამისი აღრიცხვის/რეგისტრაციის გარეშე;
დ) გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს (არ გააკეთოს დოკუმენტებში ჩანიშვნები, ხაზისგასმა, არ ამოხიოს და არ გადაკეცოს ფურცლები);
ე) დაიცვას ბიბლიოთეკაში სიჩუმე, არ დაარღვიოს ხელმისაწვდომი წიგნადი ფონდის თაროებზე განლაგების თანმიმდევრობა;
ვ) წიგნადი ფონდიდან წიგნის მიღებისას გულდასმით დაათვალიეროს ის და რაიმე სახის დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკარს, აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;
ზ) სკოლის ბიბლიოთეკის ფონდიდან დაკარგული დოკუმენტი ან/და დოკუმენტი, რომელიც დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება უნდა შეიცვალოს მკითხველის მიერ იდენტური დოკუმენტით ან/და ბიბლიოთეკარის შეხედულებით ექვივალენტი დოკუმენტით.
თ) სკოლის ბიბლიოთეკის ფონდიდან არსრულწლოვანი მკითხველის მიერ დაკარგული დოკუმენტი ან/და დოკუმენტი რომელიც დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება, უნდა შეიცვალოს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ იდენტური დოკუმენტით ან/და ბიბლიოთეკარის შეხედულებით ექვივალენტი დოკუმენტით.


მუხლი 12. მკითხველის პასუხისმგებლობა
1.მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
2.განსაკუთრებული დარღვევისათვის მკითხველს შეიძლება დაეკისროს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი 13. სკოლის ბიბლიოთეკარისა და ბიბლიოთეკის ლაბორანტის უფლება-მოვალეობები
1.ბიბლიოთეკარი/ბიბლიოთეკის ლაბოტანტი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან/და მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას;
2.ბიბლიოთეკარი/ბიბლიოთეკის ლაბორანტი ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა წარმართოს სკოლის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურება ხარისხიანად, სრულად და დროულად.
გ) გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
მუხლი14. ბიბლიოთეკაში დაცული მასალები აღრიცხვისა და დაცვის წესი
1.ბიბლიოთეკაში დაცულ თითოეული წიგნს ენიჭება საინვენტარო ნომერი, ინდექსი და ესმება სკოლის ბიბლიოთეკის ბეჭედი.
2.ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება: ინვენტარის ნომერი, წიგნის ავტორის სახელი და გვარი, წიგნის სათაური, ინდექსი, გამოცემის წელი, გამოცემის ადგილი, წიგნის ღირებულება (ფასი), შენიშვნა.
4.ბიბლიოთეკაში არსებული ჟურნალ-გაზეთები არ ექვმედებარება სავალდებულო წესით რეგისტრაციას.
5. არსებობის შემთხვევაში, დისკებიც არ ექვმედებარება რეგისტრაციაში გატარებას.

მუხლი15. ბიბლიოთეკის დებულების მიღება და მასში ცვლილების შეტანა
1.სკოლის ბიბლიოთეკის დებულებას ამტკიცებს  დირექტორი ბრძანებით.
2.სკოლის ბიბლიოთეკის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

Facebook