2 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა!
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ III კლასის მოსწავლეები და
კიდევ ერთხელ გადაიკითხეს ეპიზოდები ასტრიდ ლინდგრენის ყველასათვის
საყვარელი ნაწარმოებიდან - “პეპი გრძელწინდა” (დამრიგ.: მ.
კუბლაშვილი).
