სკოლა „ივერონის“ წიგნისმოყვარულთა კლუბი 2018 წლის 27 თებერვალს
მასპინძლობდა უფლის სიტყვის მქადაგებელ მწერალს გურამ დოჩანაშვილს.
აქ, ამ „კარცერ ლუქსად“ წოდებულ ლიტერატურულ სალონში, იყო
ღრმააზროვანი მსჯელობა წიგნიერებისადმი მწერლის ფანატიკურ სიყვარულზე,
თვით მწერლის ინტელექტუალურ იუმორზე, ნატიფ ხელოვნებაზე, ქართული
სიტყვის მადლცხებულ სიდიადეზე .
და იმ ღვთაებრივ ეროვნულ საუნჯეებზე „ბიბლიაზე“, „ვეფხისტყაოსანზე“,
„ქართლის ცხოვრებაზე“ -დასაბამიდან თაყვანს რომ სცემს თაობები.