ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ბ-ნი ალეკო ქვრივიშვილი ჩემპიონია!!!
მან ოქროს მედალი მოიპოვა ჯიუ-ჯიცუს საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წლის 15 მაისს ქ. რუსთავში გაიმართა. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 250 ზე მეტი სპორტსმენი. თბილისის ჯიუ-ჯიცუს მთავარი კლუბი „გლადიუსის“ სპორტსმენებმა 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლები და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.