ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „დიდგორმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნუგზარ ფალავანდიშვილი, რომელიც დღედაღამ დაუღალავად შრომობს თავის აღსაზრდელებთან.
2022 წლის ივლისში ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი სახელწოდებით „ოქროს ზაფხული“. ანსამბლის წევრთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა „დიდგორი“ გრან-პრის მფლობელად გამოცხადდა!.. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომი, მედალი და თასი.
სკოლა „ივერონი“ ულოცავს ბ-ნ ნუგზარს და ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას! ვუერთდებით მათ სიხარულს, მით უფრო, რომ „დიდგორის“ წამყვანი მოცეკვავეები არიან IX ა კლასის მოსწავლეები: დარია ვიბლიანი, ქეთი გობრონიძე, ლუკა ვეფხვაძე და თედო ღვინიაშვილი.