სასწავლო წლის დასასრულს, ჩვენი სკოლის VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრს სპექტაკლზე „ბაკულას ღორები“, რომელსაც საფუძვლად უდევს დ. კლდიაშვილის ნაწარმოები (დამდგმ. რეჟისორი – მიხეილ თუმანიშვილი; ინსცენირების ავტორი – ცოტნე ნაკაშიძე).
სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენთვის საყვარელი არაერთი ცნობილი მსახიობი: რამაზ იოსელიანი, მზია არაბული, ლაურა რეხვიაშვილი, პაატა ბარათაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ზურაბ ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ჯოჯუა და სხვები.
ეს იყო ამ სპექტაკლის საიუბილეო ჩვენება. ამასთან ერთად, სპექტაკლის დასასრულს თეატრალურმა დასმა საზეიმოდ მიულოცა იუბილე ბ-ნ ცოტნე ნაკაშიძეს, რომელსაც იმ დღეს 80 წელი შეუსრულდა.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, ვისი ხელშეწყობითაც განხორციელდა თეატრში სტუმრობა და რაღა თქმა უნდა მადლობა თეატრის დირექტორს, ბატონ ჯაბა-ლევან მჭედელაძეს, რომლის დახმარებითაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ სპექტაკლს და სცენაზე პირისპირ ეხილათ ცნობილი ქართველი მსახიობები.