მოქალაქეობის გაკვეთილზე (VII კლ)

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა გადამფრენი ფრინველის შესახებ. მათ გაეცნენ, რომელი ფრინველები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას გარკვეულ სეზონებზე, რატომ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და როდის ბრუნდებიან უკან. ბავშვებმა ისაუბრეს ფრინველების მნიშვნელობაზე ბუნებაში და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იზრუნოს მათზე და შეუქმნას უსაფრთხო გარემო. პროექტის შემოქმედებით ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შეღებეს ჩიტების სახლები. თითოეულმა ბავშვმა თავისი გემოვნებით გააფორმა სახლი სხვადასხვა ფერითა და ნახატით, რითაც გამოხატეს ბუნებისა და ფრინველების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და ზრუნვის გრძნობის გაღვივება, გადამფრენი ფრინველების შესახებ ცოდნის გაფართოება, გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

Facebook