14 აპრილი - დედაენის დღეა!

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IV კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობა. ბავშვებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც გამოხატეს, თუ რას ნიშნავს მათთვის ქართული ენა და როგორ უნდა დავიცვათ ის. მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები — რომ ქართული ენა არის ჩვენი კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ აღნიშნეს, რომ ენის დაცვა ნიშნავს მის სწორად გამოყენებას, პატივისცემას და მომავალ თაობებზე გადაცემას. აქტივობამ ბავშვებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად ძვირფასია ჩვენი მშობლიური ენა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გაფრთხილება და სიყვარული.

Facebook