22 აპრილს 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება დედამიწის დღე.
ეს არის თარიღი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს პლანეტის ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ამ დღის აღნიშვნა იწყება 1970 წლიდან და ერთ მთავარ იდეას გვახსენებს: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა ჩვენს ხელშია.
ამ დღის აღსანიშნავად, X კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ე. ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და წარადგინეს „კონცეფცია მდგრადი ტურიზმის განვითარების შესახებ საქართველოში“.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს კონცეფციის მთავარი არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: საქართველო გახდეს მსოფლიოში გამორჩეული „მწვანე“ ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და თუ ამ სიმდიდრეს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი, ეკოლოგიურად სუფთა და კულტურულად ამაყი სახელმწიფო.