18.04.2016წ. ინტეგრ. პროექტი გეოგრაფია-ისტორიაში. VII კლასი.

2016 წლის 18 აპრილს კერძო სკოლა „ივერონის“ VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გეოგრაფია-ისტორიის ინტეგრირებული პროექტი თემაზე: „მდინარეები და მათი მნიშვნელობა კაცობრიობისთვის“. პედაგოგები: ელისო ბუცხრიკიძე (გეოგრაფია), თამილა ხუბუა (ისტორია).
მოსწავლეებმა ისაუბრეს მდინარეებზე და მათთან დაკავშირებულ ცნებებზე, მდინარეების მნიშვნელობაზე, დაახასიათეს მსოფლიოს უდიდესი მდინარეები, ისაუბრეს მათზე როგორც ცივილიზაციის ჩასახვის კერებზე.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო კონკურსის სახით ორ ჯგუფს შორის. კონკურსი მოიცავდა გეოგრაფიული ამოცანების ამოხსნას და კონტურულ რუქაზე მუშაობას.

Facebook