მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ელექტროლიზის თემაზე, სადაც დაწვრილებით განიხილეს ელექტროლიზის პროცესი, მისი მიმდინარეობის პრინციპი და პრაქტიკული მნიშვნელობა. პრეზენტაციაში ყურადღება იყო დათმობილი ელექტროლიზის პროცესების რაოდენობრივ შეფასებასა და ფარადეის კანონების დახმარებით, თუ როგორ შეიძლება ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების რაოდენობის დადგენა.
მოსწავლეებმა თემა წარმოაჩინეს ძალიან საინტერესოდ. თითოეული მათგანი პროექტის მომზადებასა და პრეზენტაციაში აქტიურად იყო ჩართული.