XI კლასში ქიმიის გაკვეთილის თემა იყო -„ნახშირწყლები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა შინაარსის მატარებელია სახელწოდება -ნახშირწყლები, რა უდევს საფუძვლად მათ კლასიფიკაციას, ქიმიური თვალსაზრისით რა ბუნებისაა ნივთიერება გლუკოზა, შეამოწმეს მისი წყალში ხსნადობა. ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერიმენტები: 0,5 მლ გლუკოზის ხსნარზე დაამატეს 2 მლ ტუტის წყალხსნარი და შემდეგ 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი.
ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტი მეორე ქიმიურ ჭიქაში - მოათავსეს 1 მლ გლიცერინი, დაამატეს 2 მლ ნატრიუმის ტუტის წყალხსნარი, დაამატეს 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი. შეადარეს მიღებული შედეგები და ახსნეს ლურჯი ფერის მიღების მიზეზი.
ასევე ისაუბრეს სახამებლის თვისებებზე, თუ რატომ ვერ ითვისებს სახამებელს ადამიანის ორგანიზმი უშუალოდ, რატომ ხარშავენ სახამებლის შემცველ პროდუქტს, რომელი ნივთიერების დახმარებით დავადგენთ სახამებლის არსებობას - ჩაატარეს იოდის თვისებითი რეაქცია სახამებელთან.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ბურთულღეროვანი მოდელებით ააწყვეს სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები და ახსნეს მათი აღნაგობა.
ჩატარებული გაკვეთილის მიმართ მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და აღნიშნეს საკითხის აქტუალობა ყოველდღიურობაში. /მასწ.: თამარ ბაკაშვილი/