VII კლასმა წარმოადგინა პროექტი ინგლისურ ენაში თემაზე: „მსოფლიო დღეს და ხვალ“. პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანსაღი კლიმატი. მათი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს, არის ადამიანების პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაზე. მათ გაანალიზეს, რომ ბუნებასთან მიმართებაში ყოველი არასწორი ქმედება დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის. პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას დაა ასევე მათ აღუძრა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების სურვილი. /მასწ.: ნათია დემეტრაშვილი/