ხელოვნების მოყვარულთა
კლუბის ფარგლებში, VIII კლასის
მოსწავლეებმა ფოტოაპარატებით შემოიარეს სკოლის ეზო და ფირზე აღბეჭდეს
ბუნების ლამაზი ქმნილებები. კლასმა გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლე
- მარიამ დარჩიძე, რომელმაც კლუბის წევრთა განსაკუთრებული მოწონება
დაიმსახურა. მარიამმა გადაღებული ფოტოებით წარმოადგინა
სლაიდშოუ.
ეს იყო ჩვენი
მოსწავლეების პირველი მცდელობა ფოტოხელოვნების კუთხით. კლასმა იმუშავა
დიდი გატაცებითა და
დაკვირვებით.
კლუბის წევრები ზაფხულშიც გააგრძელებენ დაკვირვებას გარემომცველ
სამყაროზე და ახალ სასწავლო წელს წარმოგვიდგენენ საინტერესო
ფოტო-ნამუშევრებს.