VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი - ჩვენი საქართველო-მათემატიკა. (მასწ.: ე. ბუცხრიკიძე და ნ. შაროვი). გაკვეთილის თემა იყო - მასშტაბი. მოსწავლეებმა ახსნეს მასშტაბის რაობა, მნიშვნელობა, სახეები, დანიშნულება და გამოყენება. მათ ჯგუფურად შეასრულეს დავალებელი, პრაქტიკული სავარჯიშოები - მასშტაბის გამოყენებით ამოხსნეს როგორც გეოგრაფიული, ასევე მათემატიკური ამოცანები, რითაც გამოავლინეს საგნთაშორის ურთიერთკავშირი.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა აჩვენეს პროგრამის სიღრმისეული ცოდნა ორივე საგანში. მათი პასუხები იყო სხარტი, ზუსტი. გამოავლინეს ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის სათანადო უნარ-ჩვევები.