პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში (IX კლ)
,,და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს...“ აღნიშნული სახელწოდებით IX
კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - მეორე მსოფლიო
ომი და ქართველი პოეტები (მასწ.: ი. ალფაიძე). მოსწავლეებმა
ისაუბრეს იმ ქართველ პოეტებზე, ვისაც სიცოცხლე წაართვა ომმა და ვინც
ომს გადაურჩა. მათ შორის იყვნენ: მირზა გელოვანი, გიორგი ნაფეტვარიძე,
ვლადიმერ უბილავა, სევერიან ისიანი, ირაკლი აბაშიძე, თინა დოიჯაშვილი,
აკაკი გეწაძე... მოსწავლეთა მონათხრობს თან ახლდა პოეტთა
ცხოვრების ამასხველი სლაიდები. მათ ასევე წაიკითხეს ლექსები,
გაგვაცნეს ცალკეული ფრაგმენტები მწერალთა შემოქმედებიდან. ფონად კი
გასდევდა ისეთივე სევდანარევი მუსიკა, როგორიც მათი ცხოვრება
აღმოჩნდა.