პრეზენტაცია თემაზე ,,სიმეტრია ჩვენს გარშემო“ (მასწ.: დინარა დვალიშვილი)
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღერძული და ცენტრული სიმეტრია საკოორდინატო სიბრტყეში, ბრტყელ ფიგურებში: წრფე, მონაკვეთი, წრე, კვადრატი, მართკუთხედი, რომბი, წესიერი მრავალკუთხედები და ა. შ.
შეძლეს საინტერესოდ წარმოეჩინათ სიმეტრია არქიტექტურაში, ლოგოებში, სახელმწიფო დროშებში, ფერწერაში, მცენარეებში, სიტყვებში, მრავალნიშნა რიცხვების ნამრავლში, საყოფაცხოვრებო საგნებში, ადამიანის აგებულებაში, ცოცხალ ორგანიზმებში და ა. შ.
