VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თეატრალური დადგმები ინგლისურ ენაზე (ინგლისური ენის მასწ.: თ. ჩაფიჩაძე).
პროგრამა მოიცავდა სიმღერებს, ცეკვებს, იგავ-არაკებსა და სხვადასხვა შემოქმედებით ნომერს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს - მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი შესაძლებლობების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავად წარმოჩენა. ღონისძიებამ ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებულ გამოსვლას. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩრთულობისათვის, მათ მშობლებს - მხარდაჭერისათვის! ჩვენს ახალბედა თიკო მასწავლებელს კი ვუსურვებთ ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას!
