25.05.2016წ. „ისტორიული სცენური სამოსელი“

„ისტორიული სცენური სამოსელი“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა სკოლა „ივერონში“ ინტეგრირებული ღონისძიება (IV – IX კლ. - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ისტორია).

ღონისძიების სტუმარი იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მენეჯერი, პროექტის ავტორი და კოორდინატორი - ქალბატონი თეა გოცირიძე.

მან მოსწავლეებს გააცნო ქართული თეატრისა და კინოს უდიდესი მხატვრების მიერ შექმნილი ისტორიული სამოსები, რომლებიც სხვადასხვა როლებში გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის სასცენო ხელოვნების კორიფეებმა.

Facebook