2016 წლის 21 ივნისს დიდუბე-პლაზას საკონფერენციო დარბაზში შედგა
სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობის“ დასკვნითი
შემაჯამებელი ღონისძიება. როგორც მცირე საგრანტო კონკურსში
გამარჯვებულმა კლუბმა (პროექტის თემა - „მოსწავლეთა უსაფრთხოება
სკოლის გარეთ“, ავტორი X კლასის მოსწავლე ანი ჩიჩუა)
ღონისძიებაზე მოწვეულ უცხოელ სტუმრებს ინგლისურ ენაზე წარუდგინა
პრეზენტაცია (პრეზენტატორები: Xკლასის მოსწავლეები სალომე სარაჯიშვილი
და თიკო ამირხანაშვილი).
სკოლის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების საგნის
მასწავლებელი ქ.-ნი თამილა ხუბუა და სამოქალაქო განათლების კლუბის
ხელმძღვანელი, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ.-ნი მარინე
ბექურიძე.
პროგრამის ფარგლებში გამოიცა ჟურნალი, რომელიც ასახავს 2015-2016
სასწავლო წლის მანძილზე კლუბის მიერ გაწეულ საქმიანობას. სამწლიანი
პროგრამის პირველი ორი წელი, კლუბმა გამარჯვებით დაასრულა. იმედია
კლუბისთვის მესამე წელიც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული
იქნება.