ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ II ასაკობრივი კატეგორია (VII-VIII კლასები)

2019 წლის 31 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს  ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მესამე ასაკობრივ კატეგორიაში.

ამჯერად, თამაშში მონაწილეობდნენ IX, X და XI კლასების მოსწავლეები. მათივე სურვილის გათვალისწინებით, გუნდები კლასების შესაბამისად დაიყო:

 I  გუნდი – „არწივები“  (IX კლ.)

შემადგენლობა:

1.    საბა გაგოშიძე (გუნდის კაპიტანი)

2.    ნიკა ბიწკინაშვილი

3.    გიორგი ჩილინგარაშვილი

4.    გიგი გუტაშვილი

5.    ლუკა კოტორაშვილი

 

II  გუნდი - „სვავები“  (X კლ.)

შემადგენლობა:

1.    ქეთი გოგატიშვილი (გუნდის კაპიტანი)

2.    თათა ვარსიმაშვილი

3.    ელენე ხომასურიძე

4.    მარი თაფლაძე

5.    მამუკა თაბაგარი

 

III გუნდი - „ფანტასტიკური ხუთეული“  (XI კლ.)

შემადგენლობა:

1.    ლუკა ბერიშვილი (გუნდის კაპიტანი)

2.    ნინო მუჩიაშვილი

3.    გიორგი კომლაძე

4.    ანი ადეიშვილი

5.    ნინო ფაცაცია

 

თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა გუნდი „სვავები“, რომელმაც 53 ქულა დააგროვა,  II ადგილზე აღმოჩნდა გუნდი „ფანტასტიკური ხუთეული“  48  ქულით, ხოლო III ადგილზე გავიდა გუნდი „არწივები“ ,  რომელმაც მხოლოდ 19 ქულის დაგროვება შეძლო.

   გამარჯვებულ გუნდს გადაეცა დიპლომი - სკოლა „ივერონის 2019 წლის საშემოდგომო სეზონის „ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულის“ ნომინაციით.  გუნდებმა   გადაიღეს სამახსოვრო სურათები

 

სკოლა „ივერონი“ ტვინების ბრძოლაში გამარჯვებულ გუნდს ულოცავს წარმატებას!

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ-ნი მარინე ბექურიძე. თამაშის წამყვანი იყო ანა სარაჯიშვილი, ხოლო  თამაშის ხარისხიანად ჩატარებაზე ზრუნავდნენ VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები:  ქულების დამთვლელი კომისარი - კატო მერკვილიშვილი, რომელსაც  ეხმარებოდა სალომე კახაძე, იფრინდა - ელენე დუგლაძე, ფოტომასალაზე პასუხისმგებელი იყო - ნინი ბიწკინაშვილი, ხოლო დარბაზში წესრიგზე ზრუნავდა - ნიკოლოზ ჩიჩუა.

 სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას გაწეული დახმარებისათვის!

 

 

Facebook