2021 წლის 19 ნოემბერს X კლასმა წარმოადგინა საინტერესო პროექტი სამოქალაქო განათლებაში (მასწ.: ელისო ბუცხრიკიძე). ტრეფიკინგი - ესაა თემა, რომელიც სკოლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს მოზარდს გათავისებული და ესმოდეს საფრთხის რეალობა. მოსწავლეთა პრეზენტაციიდან და შემდგომი საუბრიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას. მათ მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალა იყო მაქსიმალურად სრულყოფილი და მრავლისმომცველი. რამდენიმე მოსწავლე, ვინც საპატიო მიზეზით სკოლაში ვერ გამოცხადდა, გაკვეთილს დაესწრო დისტანციურად და ამ სახით შელო საკუთარი პროექტის წარმოდგენა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი.