3 დეკემბერი შშმ საერთაშორისო დღეა!

ამასთან დაკავშირებთ, კერძო სკოლა „ივერონის“ V, VI, VII და VIII კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ჰოლოზეუმის ციფრულ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკის შშმ პირების ცხოვრების ამსახველი ფოტოები. მოისმინეს ჩანაწერები მათივე ნაამბობიდან, თუ რა სირთულეების აწყდებიან რეალურ ყოფაში, რას ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, რა უხარიათ, რაზე წყდებათ გული... გამოფენაზე მოსწავლეებს დაურიგდათ წიგნის სანიშნეები. ბავშვების შთაბეჭდილებები იმდენად დიდი იყო, რომ მათივე სურვილით იქვე დაიგეგმა შეხვედრა სამოქალაქო განათლების კლუბში, რათა ამ საკითხებზე საუბარი გაეგრძელებინათ.

Facebook