კომპლექსური შემაჯამებელი დავალების რუსულ ენაში (V კლ)

V კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია რუსულ ენაში (მასწ.: მარეხ კორსაველი). ეს იყო მინი-სპექტაკლი თემაზე „სასკოლო ნივთები“. მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა სასკოლო ნივთის როლი და გაითამაშეს პოლილოგი მათ შორის.

თემაზე მუშაობის დროს ყურადღება  გამახვილებული იყო საკვანძო კითხვებზე, სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე, ზეპირი კომუნიკაციისათვის საჭირო ელემენტებზე (ინტონაცია, მახვილები, ტემპი, მიმიკა-ჟესტიკულაცია) და ა.შ.

Facebook