სასკოლო პროექტის კვირეული დაიწყო !!!

„ეკოლოგიური პრობლემები“

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა!

ასე ეწოდება პროექტის თემას, რომელზედაც სკოლამ არჩევანი გააკეთა.

თემის შერჩევა საკმაოდ ბუნებრივად მოხდა: პანდემიიდან გამომდინარე  შეირჩა ჩატარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი - აპრილის თვე, რამაც თავისთავად მიგვიყვანა დედამიწის საერთაშორისო დღესთან.

დღეს, როგორც არასდროს, დედამიწა ჩვენგან   შველას ითხოვს!

ეს ის პრობლემაა, რომელიც ადამიანმა ადრეული ასაკიდან უნდა გაითავისოს და იზრუნოს მასზე. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობა...

ეკოლოგიური პრობლემების დანახვა, მისი გაცნობიერება  და ეკოლოგიაზე ზრუნვა  - ესაა ის, რა მიზანსაც ემსახურება ჩვენი სასკოლო პროექტი.

სასკოლო პროექტისათვის მზადებას სკოლა 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრიდან შეუდგნენ. მასში ჩართვის სურვილი თითქმის ყველა კლასმა გამოთქვა. საკითხის შესწავლას და თემების დამუშავებას ფაქტობრივად ყველა საგანის ფარგლებში შეუდგნენ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენა  (რუსული ენა), ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

გაგაცნობთ  სასკოლო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების ჩამონათვალს - პროგრამას:

      

 

ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი   პ რ ო ბ ლ ე მ ე ბ ი

(2022 წლის  13, 14, 15, 18, 19, 20, 21, 26 აპრილი)

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა!

 

სასკოლო პროექტის კვირეული

13 აპრილი -  12:00 სთ - კვირეულის გახსნა - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;

                                            /ხატვის წრე  -  მ. მოლაშვილი/

 

12:45 სთ  -  „ვაჟა  - ბუნების ენის უბადლო მცოდნე, მისი დიდი მესაიდუმლე“  (XI კლ)

/ქართული ენა და ლიტერატურა - ე. კაციტაძე/

 

14  აპრილი -  12:00 სთ - შემეცნებითი ხასიათის ანიმაციური  და დოკუმენტური ფილმების ჩვენება 

                                            ეკოლოგიური პრობლემების შესახებ  (I-II კლასები  და  III-IV კლასები)    

                  „დედამიწის დაბინძურება“  - პრეზენტაცია   (IV კლ)     

                    /ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება  -  მ. კუბლაშვილი,  ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/

 

13:30 სთ - მაკულატურის ჩაბარება შესაბამის პუნქტში (I, III, IV, V, VII კლასების  

                   ცალკეული მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობით)

                   /მოქალაქეობა -  ე. ბუცხრიკიძე/

 

15:00 სთ - მაკულატურის  სანაცვლოდ მიღებული წიგნების  გადაცემა ბიბლიოთეკაზე                  

 

 

15  აპრილი -  11:20 სთ - ბიომრავალფეროვნების დაცვა   (V კლასი)

/ბუნებისმეტყველება  -  ხ. გოცირიძე/

 

14:00 სთ  -  ვაჟა-ფშაველას „ია“ - მოთხრობის კითხვა და ანალიზი

                                              (I-II - III-IV კლასები)

                  /ქართული ენა და ლიტერატურა - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/

 

13:30 სთ -  გლობალური დაბინძურება  - მოსწავლეთა ჩანახატები   (VII კლ)

/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ქ. თვაური/

 

18 აპრილი  - 12:00 სთ  - ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს ქალაქში  (VII კლ)

/ინტეგრირებული:  რუსული ენა - მ. კორსაველი და მათემატიკა - ც. სოხაძე/

 

ყველას პრობლემა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს (IX კლ)

/რუსული ენა - ნ. ჭუბაბრია/

 

 

19 აპრილი  -   09:00  სთ - პლასტმასის გამოყენება

/ბიოლოგია  -  ა. მელისკაური/

11:20 სთ -   მდგრადი განვითარების 17 მიზანი  (IX კლ)

/მოქალაქეობა  -  ე. ბუცხრიკიძე/

 

12:00 სთ  - გარემოზე  ზრუნვა      (VII კლ) 

/მოქალაქეობა  -  ე. ბუცხრიკიძე/

 

20 აპრილი  -  09:45 სთ  -  ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები  (VIII კლ)

 /ქიმია - თ. ბაკაშვილი/

 

11:20  -  ტყის განადგურების უარყოფითი შედეგები  (VI კლ)       

                                   /მათემატიკა და ბუნებისმეტყველება - ნ. შაროვი, ხ. გოცირიძე/ 

 

21 აპრილი  - 10:30 სთ  - ომი და ეკოლოგია  (IX კლ)

/ისტორია - ი. გარსენიშვილი/

 

                12:00 სთ  - ფიზიკა და ეკოლოგია    (XI კლ)       

/ფიზიკა  - მ. გოგაძე/

 

26 აპრილი   - 13:00 სთ  -  კვირეულის დახურვა

„გაუფრთხილდი დედამიწას! “  -  ასფალტზე ხატვა    (I-VI კლ)

მცენარეების დარგვა სკოლის ეზოში (I-XI კლ)

      

/სკოლის დირექცია/

Facebook