/ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება - მ. კუბლაშვილი, ლ. ჯოხაძე, მ. მოლაშვილი/
2022 წლის 14 აპრილს, დაწყებითი კლასების ბუნებისმეტყველებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელთა ხელმძღვანელობით I-II და III-IV კლასებთან, სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ინტეგრირებული აქტივობა. მოსწავლეებმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება გამოხატეს გარესამყაროში არსებული პრობლემების შესახებ. ესაა დაბინძურებული ეზო, სკვერი, ქუჩა, სადარბაზო, ჰაერი, წყალი... მათ საკმაო ცოდნა გამოავლინეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით:
„ზოგიერთი ადამიანი ძალიან ცუდად ექცევა ბუნებას, და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს...“ –
ნ. ხოხაშვილი (III კლ);
„თუ ვერ გაიხარეს მცენარეებმა, არც ცხოველებმა იცოცხლეს, წყალიც და ჰაერიც თუ დააბინძურეს ადამიანებმა, მაშინ დედამიწაზე ჯოჯოხეთი იქნება...“ - დ. კალანდაძე (II კლ);
„არ შეიძლება ტყის გაჩეხვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, თორემ ადამიანები მოიწამლებიან და ყველა დავიხოცებით...“ - გ. ვაშაკიძე (IV კლ) ეს და კიდევ არაერთმა მოსაზრებამ გაიჟღერა ამ შეხვედრაზე.
კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედამიწა გადარჩეს და ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი?.. ჩვენმა პატარებმა დაუფიქრებლად გასცეს ამ კითხვას პასუხები:
„არ დავაბინძუროთ გარემო!“
„არ უნდა გავჩეხოთ ტყეები!“
„უნდა დავრგოთ ხეები!“