დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთათვის სიგელების გადაცემის ცერემონიალი.
I-IV კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, აღმზრდელები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ. სუსტი ქარი ქროდა... ქარმა ჩვენს მოსწავლეს სიგელი ხელიდან გამოსტაცა და ცაში აიტაცა... ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი... სიგელის მფლობელი დანაღვლიანდა... სიგელების გადაცემის შემდეგ კი II კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა...
გახარებული ბავშვები ფერად-ფერად სიგელებს ცაში აფრიალებდნენ.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისათვის...