კვირეულის დახურვა

„გაუფრთხილდი დედამიწას!“  - ასფალტზე ხატვა     (I-IV კლ)

სიგელების გადაცემა

/სკოლის დირექცია/

 

2022 წლის  26 აპრილს სკოლა  „ივერონში“ დასრულდა დედამიწის საეთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტის კვირეული  სახელწოდებით -  „ეკოლოგიური პრობლემები“.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა  18 აქტივობა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება,  რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია, მე და საზოგადოება, მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მონაწილეობა მიიღეს I-XI კლასების მოსწავლეებმა.

ყველა კლასი და ყველა მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა  პროექტზე მუშაობას. მათ  ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნათლად წარმოეჩინათ და გაეცნობიერებინათ. მოსწავლეებს რა თქმა უნდა გვერდში ედგნენ საგნის მასწავლებლები.

სკოლა „ივერონი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა  და სკოლის დირექციას გაწეული საქმიანობისათვის, დახმარებისათვის და რაც მთავარია, იმ პრობლემის შეხსენებისათვის. რასაც ეკოლოგიური პრობლემა ჰქვია. 

სასკოლო პროექტს „ეკოლოგიური პრობლემები“  რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია. განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ   ჩვენმა მოსწავლეებმა შეაგროვეს 300 კგ-მდე მაკულატურა და მისი ჩაბარებით მიღებული წიგნები საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას, ხოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში,  მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა    ყვავილებით  გაალამაზეს სკოლის ეზო. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი თავისი ნამუშევრებით კიდევ ერთხელ  შეგვახსენეს, რომ დედამიწას გაფრთხილება უნდა!

Facebook