2022 წლის 26 ნოემბერს, სკოლა „ივერონის“ ორგანიზატორის ქ-ნ ლალი ლამბრიანიძის ხელმძღვანელობით VI, IX, X და XI კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე „ძუნწი“ (გ. ერისთავის მიხედვით). სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - გოჩა კაპანაძე, მონაწილეობდნენ მსახიობები: ქეთი სვანიძე, ლელა ალიბეგაშვილი, დათო უფლისაშვილი, ლევან ხურცია, სანდრო ღაღანიძე, კახა კუპატაძე.სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.მოსწავლეებს ახლდნენ კლასის დამრიგებლები და დირექციის წარმომადგენლები.