ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

დასრულდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 9-დან 13 დეკემბრის ჩათვლით.  მასში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა (ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო - მონაწილეობდა 50-მდე მოსწავლე).

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ძირითადად გათვლილი იყო X-XII კლასებზე, მასში  მონაწილეობა მიიღეს ასევე VII – IX კლასების მოსწავლეებმაც, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები. მათ მიიღეს კარგი გამოცდილება იმისათვის, რომ მომავალ სასწავლო წელს ოლიმპიადას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მოსწავლეებმა მონაწილება მიიღეს თითქმის ყველა საგანში. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადალახა საგნობრივი ზღვარი. მეორე ტურში გადასული მოსწავლეების ზუსტი ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი. 

Facebook