რაზე მოგვითხრობს ნაწარმოები - „წიგნის ქურდი“ ?.. (VI კლ)

2023 წლის 02 მარტს წიგნის მოყვარულთა კლუბში შეიკრიბნენ VI კლასის მოსწავლეები. იანვრის არდადეგების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს აერჩიათ წიგნი, რომელსაც ერთი თვის მანძიელზე წაიკითხავდნენ და შემდეგ წიგნის მოყვარულთა კლუბში განხილვას  მოაწყობდნენ. ამჯერად მათ არჩევანი გააკეთეს თანამედროვე ავსტრიულ-გერმანული წარმოშობის ავსტრალიელი  მწერლის - მარკუს ზუზაკის  (.23.06. 1975) ნაწარმოებზე  „წიგნის ქურდი“. ეს მის მიერ შექმნილი 6 რომანიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

წიგნი მოგვითხრობს  ნაცისტური გერმანიის თავდასხმების შესახებ: ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას...

როგორც ცნობილია, მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ.  სწორედ იმ ქალაქში ცხოვრობდა მარკუსის დედა...

VI კლასისი მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში ასახული ეპოქის შესახებ, ომის სისასტიკის შესეხებ, მეგობრობაზე, თავდადებაზე, თავგანწირვაზე, წიგნის სიყვარულზე... პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან - ქვეყნებს შორის ამჟამად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან... აღნიშნეს, რომ არავითარი გამართლება არა აქვს ომს, ყოვლად დაუშვებელია ის, ვინაიდან მას განსაცდელი მოაქვს ათასობით ადამიანებისა და მათი ოჯახებისათვის.

კლუბის შეკრებას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი ლიანა ახალკაცი და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.

Facebook